გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულო აცხადებს კონკურსს გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგებელის თანამდებობაზე

გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულო აცხადებს კონკურსს გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგებელის თანამდებობაზე

განცხადების წარდგენის ბოლო ვადა - 2013/11/06
სარგო - 2650 ლარი
ადგილების რაოდენობა - 1
სამსახურის ადგილმდებარეობა - გურჯაანი
სამუშაოს ტიპი - სრული განაკვეთი
გამოსაცდელი ვადა - გამოსაცდელი ვადის გარეშე

სამუშაოს აღწერა

ა. შეიმუშავებს გამგეობის სტრუქტურული ერთეულებისა და თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოების დებულებების, მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის, ნორმატიული აქტების, ადგილობრივი შესყიდვების გეგმის, ადგილობრივი გადასახადებისა და მოსაკრებლების, სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვის, თვითმმართველი ერთეულის ქონების პრივატიზებისა და გარე ვაჭრობის შესახებ პროექტებს; ადგენს გამგეობის საშტატო ნუსხას, სამუშაო გეგმებს;
ბ. გასცემს მშენებლობის ნებართვებს; ზედამხედველობას უწევს ინფრასტრუქტურულ პროექტებს;
გ. კოორდინაციასა და ორგანიზებას უწევს გამგეობის სტრუქტურული ერთეულებისა და თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოების საქმიანობას;
დ. საკრებულოს თავმჯდომარეს წარუდგენს ანგარიშს გამგეობის მიერ გაწეული მუშაობის შესახებ;
ე. თავისი კომპეტენციის ფარგლებში გამოსცემს სამართლებრივ აქტებს.

მოთხოვნები

საგანმანათლებლო ხარისხი - მაგისტრი
სამუშაო გამოცდილება - 3 წელი
სასურველი სპეციალობა - იურისტი
სასურველი ასაკი - 25 დან - 65 მდე

სამართლებრივი აქტების ცოდნა

ა) საქართველოს კონსტიტუცია;
ბ) ევროპული ქარტია ,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“;
გ) საქართველოს ორგანული კანონი „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“;
დ) საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურის“ შესახებ;
ე) საქართველოს კანონი ,,ნორმატიული აქტების შესახებ“;
ვ) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი ( I, II, III და IV თავები);
ზ) საქართველოს კანონი ,,საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“;
თ) ,,საქმის წარმოების ერთიანი წესები“ - საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 1 ივლისის #414 ბრძანებულება;
ი) გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულება;
კ) ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის სტრუქტურული ერთეულების დებულებები.
კომპიუტერული პროგრამები, ოპერაციული სისტემები

პროგრამის დასახელება ცოდნის დონე

Microsoft Office Word ძალიან კარგი
Microsoft Office Excel კარგი
Windows კარგი
Internet Explorer კარგი

ენები

ენა წერითი უნარები მეტყველება
ქართული ძალიან კარგი ძალიან კარგი

საკონტაქტო ინფორმაცია

საკონტაქტო მისამართი - ქ.გურჯაანის ნონეშვილის 13
საკონტაქტო ტელეფონები - 599953388
საკონტაქტო პირი - მაგდა ფომინა

დამატებითი მოთხოვნები

მონაწილეობის მიღების უფლება აქვს საქართველოს ქმედუნარიან მოქალაქეს, რომელიც აკმაყოფილებს "საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის მე-17 მუხლით დადგენილ მოთხოვნებს;
კანდიდატს უნდა გააჩნდეს მაგისტრის (ან მასთან გათანაბრაბებული) აკადემიური ხარისხი და მუშაობის არანაკლებ 3-წლიანი სამუშაო გამოცდილება ან ბაკალავრის აკადემიური ხარისხი და მუშაობის არანაკლებ 5-წლიანი სამუშაო გამოცდილება (მათ შორის, ხელმძღვანელ თანამდებობაზე მუშაობის მინიმუმ ერთწლიანი გამოცდილება.

დამატებითი ინფორმაცია

კონკურსში მონაწილეობას მიიღებს მხოლოდ ის კანდიდატი, რომელიც განაცხადის (აპლიკაციების) გადარჩევის საფუძველზე, დააკმაყოფილებს დადგენილ მოთხოვნებს, ამასთან, კონკურსზე მონაწილეობის მიღების, კონკურსის ფორმის, პირობებისა და ადგილმდებარეობის შეტყობინების მიზნით, დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩევის შედეგად შემდეგ ეტაპზე გადასულ კანდიდატთან (მის მიერ განაცხადში მითითებული ტელეფონის ან ელექტრონული ფოსტის საშუალებით);
კანდიდატი, რომლის მონაცემებიც არ შეესაბამება დადგენილ მოთხოვნებს, მათ შორის სავალდებულოდ ასატვირთი დოკუმენტების ან/და ინფორმაციის არასრულყოფილად წარდგენის შემთხვევაში ავტომატურად მოიხსნება კონკურსიდან.


კონკურსი ჩატარდება სამ ეტაპად:

1. განცხადების შერჩევა;
2. წერითი დავალება
თემატიკა: გურჯაანის მუნიციპალიტეტის განვითარების ხედვა;
ქვეთემები:
ა. გურჯაანის სივრცით-ტერიტორიული განვითარების ხედვა;
ბ. საბიუჯეტო დაგეგმვისა და სოციალურ-ეკონომიკური განვითარების ხედვა;
გ. სოფლის მეურნეობისა და ადგილობრივი მრეწველობის განვითარების ხედვა;
დ. მუნიციპალიტეტის ორგანიზაციულ-სტრუქტურული აგება;
ე. ურთიერთობა მოსახლეობასა და არასმთავრობო სექტორთან;
ვ. კონკურსანტისთვის სხვა საინტერესო საკითხები; );
3. გასაუბრება.

წარმოსადგენი დოკუმენტები:

ა) განცხადება;
ბ) Curriculum Vitae (cv);
გ) განათლების ან შესაბამისი კვალიფიკაციის მოწმობა;
დ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი;
ე) სამუშაო გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი;
ვ) სამოტივაციო წერილი.

განაცხადის წარდგენა შესაძლებელია ასევე საკონკურსო-საატესტაციო კომისიის სამდივნოში მის:ქ.გურჯაანი ნონეშვილის ქ.13 მე-2 სართული მე-7 ოთახი.





სახელი:*
E-Mail:*
კომენტარი:*
მუქი დახრილი ტექსტი ხაზგასმული ტექსტი აღნიშნული ტექსტი | მარცხნივ განთავსება ცენტრში მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა აირჩიეთ ფერი | ტექსტის დაფარვა ციტატის ჩასმა მონიშნული ტექსტის კირილიკურში გადაყვანა ჩასვით სპოილერი