სამედიცინო ცენტრ"კახეთი-იონის"განახლებული შენობის გახსნა

სამედიცინო ცენტრ"კახეთი-იონის"განახლებული შენობის გახსნა გურჯაანში სამედიცინო ცენტრ „კახეთი-იონის“ ახლადგარემონტებული შენობა „კახეთი-იონის" პრეზიდენტმა - ერიკ ჟანტემ კახეთის მხარის გუბერნატორთან - ირაკლი ქადაგიშვილთან და გურჯაანის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარ დეპუტატთან - დავით სონღულაშვილთან ერთად საზეიმოდ გახსნა.

ღონისძიებას გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერი -არჩილ ხანდამაშვილი, საკრებულოს თავმჯდომარე - ვანო ბერიძიშვილი და მოწვეული სტუმრები - საფრანგეთის ყოფილი მინისტრი და სენატორი ბ-ნი ანრი დერენკური, ყოფილი სენატორი - პიერ ბორდიე, საქართველოში საფრანგეთის საელჩოს წარმომადგენლები ნატაშა ეპიგოფი და სოფი ანგოდინა , პარიზის სამედიცინო უნივერსიტეტის ლექტორი, ექიმი ჰეპატოლოგი - დომინიკ სალმონი, ფრანფი ექიმი ჰეპატოლოგი, გასტროენტეროლოგი - კორინ კასტელნო, (ა(ა)იპ "კახეთი-იონის" ვიცე-პრეზიდენტი - ჟაკ სიმარი და ჩეხეთის რესპუბლიკების საელჩოების წარმამადგენლები დაესწრნენ.

“პირველ რიგში, ვულოცავ სამედიცინო ცენტრ “კახეთი-იონს” დაარსების 10 წლის იუბილეს. ვფიქრობ, თავისი ხარისხიანი მომსახურებით საკმაოდ მაღალკონკურენტიანი სამედიცინო ცენტრია კახეთის რეგიონში, რომელიც წარმატებით ახორციელებს სახელმწიფო პროგრამებსაც, ისეთს როგორიცაა მაგალითად, C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა. დარწმუნებული ვარ, კახეთისა და იონის მეგობრობა კიდევ უფრო მეტს სარგებელს მოუტანს ჩვენს მუნიციპალიტეტს,” - გურჯაანის მაჟორიტარი დეპუტატი დავით სონღულაშვილი.

„ძალიან მნიშვნელობანია რომ მოხდა სამედიცინო ცენტრ კახეთი- იონის შენობის განახლება და ჩვენს მოქალაქეებს საშუალება ექნებათ კიდევ უფრო კომფორტულ გარემოში მიიღონ კვალიფიციური მომსახურება. დღეს ასევე გაიმართა „კახეთი-იონის“ ბორდის კრება, რომლის წევრიც ვარ, სადაც ვიმსჯელეთ სამედიცინო ცენტრის სამომავლო გეგმებზე და გეტყვით, რომ კიდევ ბევრი კარგი სიახლე იქნება. “ - განაცხადა გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერმა არჩილ ხანდამაშვილმა.

აღსანიშნავია, რომ წელს საფრანგეთის იონის დეპარტამენტსა და კახეთის რეგიონს შორის არსებული ურთიერთთანამშრომლობის 20 წლის იუბელე და ქართულ-ფრანგული სამედიცინო ცენტრი „კახეთი-იონი“-ის დაარსებიდან მე-10 საიუბილეო წელი აღინიშნება.

გახსნის ცერემონიალის შემდეგ, ფრანგ სტუმრებთან ერთად, გაიმართა ოფიციალური მიღება.




სახელი:*
E-Mail:*
კომენტარი:*
მუქი დახრილი ტექსტი ხაზგასმული ტექსტი აღნიშნული ტექსტი | მარცხნივ განთავსება ცენტრში მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა აირჩიეთ ფერი | ტექსტის დაფარვა ციტატის ჩასმა მონიშნული ტექსტის კირილიკურში გადაყვანა ჩასვით სპოილერი