სტიქიის შედეგების სალიკვიდაცო სამუშაოებში დამატებითი ტექნიკა ჩაერთო

სტიქიის შედეგების სალიკვიდაცო სამუშაოებში დამატებითი ტექნიკა ჩაერთო
გურჯაანის მუნიციპალიტეტი ბოლო დღეების განმავლობაში სტიქიამ რამდენჯერმე დააზარალა. მოსულმა ძლიერმა ნალექმა სოფლებში დააზიანა წყლის სათავე ნაგებობები, ადიდებული ხევებიდან გადმოსულმა წყალმა დატბორა შიდა საუბნო გზები და სავარგულები.
გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიამ სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოები დაუყოვნებლივ დაიწყო, რომელშიც ჩართულია როგორც მუნიციპალიტეტის მერიის ტექნიკა, ასევე კომპანია „Black sea group“-ის დამატებითი ტექნიკა. მიუხედავად 24 საათიანი სამუშაო რეჟიმისა, სათავე-ნაგებობების დაზიანების გამო და სტიქიის ზარალის მასშტაბურობიდან გამომდინარე, ამ დრომდე რამდენიმე სოფელი კვლავ წყალმომარაგების გარეშეა დაჩენილი.
დღეიდან, სალიკვიდაციო სამუშაოებში ჩაერთო დამატებითი ტექნიკა, რომელიც გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიამ იქირავა, რათა უმოკლეს დროში მოხდეს აღნიშნული საკითხის მოგვარება.




სახელი:*
E-Mail:*
კომენტარი:*
მუქი დახრილი ტექსტი ხაზგასმული ტექსტი აღნიშნული ტექსტი | მარცხნივ განთავსება ცენტრში მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა აირჩიეთ ფერი | ტექსტის დაფარვა ციტატის ჩასმა მონიშნული ტექსტის კირილიკურში გადაყვანა ჩასვით სპოილერი