გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულო აცხადებს კონკურსს, გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ კაჭრეთის ტერიტორიული ორგანოს სპეციალისტის პოზიციაზე

გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულო აცხადებს კონკურსს, გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ კაჭრეთის ტერიტორიული ორგანოს სპეციალისტის პოზიციაზე
განცხადების წარდგენის ბოლო ვადა: 2013/11/06
სარგო: 530 ლარი
ადგილების რაოდენობა: 2
სამუშაოს ტიპი: სრული განაკვეთი
გამოსაცდელი ვადა - გამოსაცდელი ვადის გარეშე

სამუშაოს აღწერა
ა) სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს დელეგირებული სერვისები -(საპასპორტო, აქტები, მოქალაქეობა და მიგრაცია);
ბ) საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ დელეგირებული სერვისები - (ფიზიკური პირების მომსახურეობა, იურიუდიული პირების მოსახურეობა, ტექ. ბიუროს სერვისები, კანცელარიის სერვისები;
გ) სოციალური მომსახურეობის სააგენტოს მიერ გადაცემული სერვისები - (სახელმწიფო გასაცემლები, "სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში" რეგისტრაცია, სახელმწიფო დაზღვევა, დამხმარე საშუალებებით უზრუნველყოფა.

მოთხოვნები
საგანმანათლებლო ხარისხი - ბაკალავრი
სამუშაო გამოცდილება - გამოცდილების გარეშე
სასურველი სპეციალობა - იურისტი
სასურველი ასაკი - 21 დან - 65 მდე

სამართლებრივი აქტების ცოდნა -
ა) საქართველოს კონსტიტუცია;
ბ) საქართველოს ორგანული კანონი „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“;
გ) საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურის“ შესახებ;
დ) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი;
ე) საქართველოს კანონი "სამოქალაქო აქტების შესახებ".

კომპიუტერული პროგრამები, ოპერაციული სისტემები
პროგრამის დასახელება ცოდნის დონე
Microsoft Office Word ძალიან კარგი
Microsoft Office Excel კარგი
Windows კარგი
Internet Explorer კარგი

ენები

ენა წერითი უნარები მეტყველება
ქართული ძალიან კარგი ძალიან კარგი

საკონტაქტო ინფორმაცია

საკონტაქტო მისამართი - ქ.გურჯაანი ნონეშვილის ქ13
საკონტაქტო ტელეფონები - 599953388
საკონტაქტო პირი - მაგდა ფომინა

დამატებითი მოთხოვნები
მონაწილეობის მიღების უფლება აქვს საქართველოს ქმედუნარიან მოქალაქეს, რომელიც აკმაყოფილებს "საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის მე-17 მუხლით დადგენილ მოთხოვნებს.

კონკურსში მონაწილეობის მსურველთა განცხადებებს თან უნდა ერთვოდეს:
ა) განცხადება;
ბ) Curriculum Vitae (cv);
გ) განათლების ან შესაბამისი კვალიფიკაციის მოწმობა;
დ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი;
ე) სამუშაო გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი.

საქმიანი თვისებები:
ა.კომუნიკაბელურობა;
ბ.დატვირთულ რეჟიმში მუშაობის უნარი და გამოცდილება;
საცხოვრებელი ადგილი:(სასურველია გურჯაანის მუნიციპალიტეტი სოფ კაჭრეთი)

დამატებითი ინფორმაცია
კონკურსის ჩატარების ფორმა
კანდიდატების შერჩევა მოხდება ღია და გამჭვირვალე კონკურსის შედეგად, რაც მოიცავს შემდეგ ეტაპებს:
1.შევსებული განაცხადების პირველადი დახარისხება;
2.ტესტირება ზოგადუნარებში, რომელიც ჩატარდება „იუსტიციის სასწავლო ცენტრში“;
3.გასაუბრება კონკურსანტებთან, რომლებმაც გადალახეს ზოგად უნარებში მინიმალური ზღვარი;
4.შერჩეული კანდიდატები მოსახლეობისათვის გასაწევი მომსახურებების და პროდუქტების შესწავლის მიზნით, საზოგადოებრივ ცენტრებში განაწილებამდე, გაივლიან სტაჟირებებს სოციალური მომსახურების სააგენტოს, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს, საჯარო რეესტრსა და საქართველოს ეროვნულ არქივის ტერიტორიულ სამსახურებში და იუსტიციის სახლებში.(სტაჟირების პერიოდში კანდიდატებს ჩაუტარდებათ სხვადასხვა ტიპის ტესტირებები და გამოცდები) (11 კვირის განმავლობაში)
5.სტაჟირების პერიოდში კანდიდატები გაივლიან გამოცდებს;
6.სტაჟირების გავლის შემდეგ ტესტების ჯამური ქულების ოდენობიდან გამომდინარე კომისია გამოავლენს ყველაზე მაღალი ქულების მქონე ორ კანდიდატს.

განაცხადის წარდგენა შესაძლებელია ასევე საკონკურსო-საატესტაციო კომისიის სამდივნოში მის:ქ.გურჯაანი ნონეშვილის ქ.13 მე-2 სართული მე-7 ოთახი; 10:00-დან 17:00-მდე;




სახელი:*
E-Mail:*
კომენტარი:*
მუქი დახრილი ტექსტი ხაზგასმული ტექსტი აღნიშნული ტექსტი | მარცხნივ განთავსება ცენტრში მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა აირჩიეთ ფერი | ტექსტის დაფარვა ციტატის ჩასმა მონიშნული ტექსტის კირილიკურში გადაყვანა ჩასვით სპოილერი