გურჯაანში მხიარულთა და საზრიანთა გუნდები შეიქმნა

 გურჯაანში მხიარულთა და საზრიანთა გუნდები შეიქმნაგურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის და მაჟორიტარი დეპუტატის დავით სონღულაშვილის ინიციატივით გურჯაანში მხიარულთა და საზრიანთა გუნდები შეიქმნა.
შესარჩევ ტურში მუნიციპალიტეტის ყველა საჯარო სკოლამ მიიღო მონაწილეობა. კონკურსის შედეგად მხიარულთა და საზრიანთა 17 გუნდი შეიქმნა, რომლებიც გურჯაანის „მანსანკანის“ ფესტივალში მიიღებენ მონაწილეობას.
„პროექტი მერიის კულტურის, განათლების, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის ორგანიზებით ხორციელდება. შესარცევი კონკურსი, ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ ჩაატარა, რომელიც საქართველოში „მანსანკანის“თამაშებს ოფიციალურად ატარებს. სცენარისტები, რომლებიც საქართველოს მხიარულთა და საზრიანთა კლუბის ნაკრების წევრები არიან გამარჯვებულ გუნდებთან იმუშავებენ. ვფიქრობთ, ივნისის ბოლოს პირველი საჯარო კონცერტი გაიმართება, რომელშიც შესარჩევი ტურის შედეგად შერჩეული 17-ვე გუნდი მიიღებს მონაწილეობას. ჟიური მხიარულთა და საზრიანთა ეროვნული ნაკრების წარმომადგენლებით დაკომპლექტდება.“ - განაცხადა მერიის კულტურის, განათლების, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსმა ეკა ცისკარაშვილმა.
„მანსანკანი“ სამ ტურად გაიმართება და ზაფხულის განმავლობაში გაგრძელდება. საუკეთესო მონაწილეებისგან კი გურჯაანის მხიარულთა და საზრიანთა ნაკრები შეიქმნება, რომელიც რეგიონულ ტურნირებში მიიღებს მონაწილეობას.




სახელი:*
E-Mail:*
კომენტარი:*
მუქი დახრილი ტექსტი ხაზგასმული ტექსტი აღნიშნული ტექსტი | მარცხნივ განთავსება ცენტრში მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა აირჩიეთ ფერი | ტექსტის დაფარვა ციტატის ჩასმა მონიშნული ტექსტის კირილიკურში გადაყვანა ჩასვით სპოილერი