გურჯაანის მუნიციპალიტეტი გურჯაანში სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოები დილიდან დაიწყო » გურჯაანის მუნიციპალიტეტი
 


გურჯაანში სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოები დილიდან დაიწყო

 გურჯაანში სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოები დილიდან დაიწყოგურჯაანის მუნიციპალიტეტში დილიდან მიმდინარეობს სტიქიით გამოწვეული ზიანის სალიკვიდაციო სამუშაოები, რომელშიც მერიის ყველას შესაბამისი სამსახურია ჩართული.
გაიწმინდა ქალაქ გურჯაანში თავისუფლების ქუჩა, „კოტეხის ხევი“, „ნავთის ხევი“ და მისი მიმდებარე ტერიტორია. ასევე გაწმენდითი სამუშაოები ჩატარდა სოფლებში - კარდენახში, ვეჯინში, ჭანდარსა და ძირკოკში.
ამ ეტაპზე სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს სოფელ გურჯაანში, კომპანია “Black sea group”-ის დახმარებით, ხევისუბანში ეკლესიიკენ მიმავალ გზა, ჭარბი ნალექის შედეგად მოტანილი ქვა-ღორღისგან იწმინდება. ამ დროისთვის სამუშაოები მიმდინარეობს სოფელ კალაურშიც, რომელშიც ხვალ დამატებითი ტექნიკა ჩაერთვება. სტიქიამ ბაკურციხეშიც შექმნა პრობლემები, ჭარბი ნალექის გამო წყლის დონე ამ დრომდე მომატებულია და მისი დაკლებისთანავე დაიწყება სამუშაოები.
გუშინ გვიან ღამით მოსული ძლიერი წვიმის შედეგად ქალაქ გურჯაანში და მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელში ხევები ადიდდა და შიდა საუბნო გზები დაზიანდა.




სახელი:*
E-Mail:*
კომენტარი:*
მუქი დახრილი ტექსტი ხაზგასმული ტექსტი აღნიშნული ტექსტი | მარცხნივ განთავსება ცენტრში მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა აირჩიეთ ფერი | ტექსტის დაფარვა ციტატის ჩასმა მონიშნული ტექსტის კირილიკურში გადაყვანა ჩასვით სპოილერი