გურჯაანის მუნიციპალიტეტი გურჯაანში თავისუფალი კინოჩვენებების კვირეული დაიწყო » გურჯაანის მუნიციპალიტეტი
 


გურჯაანში თავისუფალი კინოჩვენებების კვირეული დაიწყო

გურჯაანში, მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის ორგანიზებით და აა(ი)პ "კულტურის ცენტრის" მხარდაჭერით თავისუფალი კინოჩვენებების კვირეულს იწყება. კინოჩვენებები გურჯაანის კულტური ცენტრში გაიმართება.

12 ივნისი, 18:00 საათი - ანიმაციური ფილმი "ზოოტოპია" (რეჟისორი: Byron Howard);
14 ივნისი, 19:00 საათი - მხატვრული ფილმი "ალი და ნინო" (რეჟისორი: Asif Kapadia);
18 ივნისი, 19:00 საათი - მხატვრული ფილმი "ჰაქსოუს გმირი" (რეჟისორი: Mel Gibson);
21 ივნისი, 18:00 საათი - ანიმაციური ფილმი "შინაური ცხოველების საიდუმლო ცხოვრება" (რეჟისორი: Chris Renaud,Yarrow Cheney);
25 ივნისი, 19:00 საათი - მხატვრული ფილმი "მგზავრები" (რეჟისორი: Morten Tyldum);

„გურჯაანის კულტურის ცენტრში დავიწყეთ თავისუფალი კინოჩვენებების კვირეული, რომელსაც ფონდი "აჰუაჰუს" პარტნიორობითა და აჭარანეტის მხარდაჭერით ვახორციელებთ. პროექტი მიზნად ისახავს კინოკლუბის განვითარების ხელშეწყობასა და კინოინდუსტრიის მიმართულებით ინტერესის ამაღლებას გურჯაანში.“ განაცხადა გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსმა ეკა ცისკარაშვილმა.




სახელი:*
E-Mail:*
კომენტარი:*
მუქი დახრილი ტექსტი ხაზგასმული ტექსტი აღნიშნული ტექსტი | მარცხნივ განთავსება ცენტრში მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა აირჩიეთ ფერი | ტექსტის დაფარვა ციტატის ჩასმა მონიშნული ტექსტის კირილიკურში გადაყვანა ჩასვით სპოილერი