გენდერული თანასწორობის საბჭომ საინფორმაციო შეხვედრები დაიწყო

გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრებმა, ქალთა მიმართ ძალადობის, მათი უფლებების, ბულინგის, ნაადრევი ქორწინების და ოჯახში ძალადობის თემებზე, სოფლებში საინფორმაციო შეხვედრები დაიწყეს.
გენდერული თანსწორობის საბჭოს თავმჯდომარემ - მარიამ სირბილაშვილმა, ადამიანის უფლებათა ცენტრის კახეთის ოფისის ხელმძღვანელმა - ლია ხუროშვილმა და საბჭოს მდივანმა, მერიის ჯანმრთელობის დაცვისა და სოცილურ საკითხთა სამსახური უფროსმა სპეციალისტმა გენდერულ საკითხებში - ელზა პაპოშვილმა შეხვედრები გამართეს სოფელ ვაჩნაძიანში, კალაურსა და შაშიანში, რომელსაც სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულების თანამშრომლები, საჯარო სკოლის პედაგოგები, უფროსკლასელები და მშობლები ესწრებოდნენ. მოეწყო ბულინგის თემაზე ფილმის ჩვენება და გაიმართა დისკუსია.
საინფორმაციო შეხვედრებს გენდერული თანასწორობის საბჭო მუნიციპალიტეტის ყველა სოფელში გამართავს, რომლის მიზანიც გენდერული თანასწორობის შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლებაა.




სახელი:*
E-Mail:*
კომენტარი:*
მუქი დახრილი ტექსტი ხაზგასმული ტექსტი აღნიშნული ტექსტი | მარცხნივ განთავსება ცენტრში მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა აირჩიეთ ფერი | ტექსტის დაფარვა ციტატის ჩასმა მონიშნული ტექსტის კირილიკურში გადაყვანა ჩასვით სპოილერი