გურჯაანის მერიამ ტურიზმის განვითარეის სამოქმედო გეგმა შეიმუშავა

 გურჯაანის მერიამ ტურიზმის განვითარეის სამოქმედო გეგმა შეიმუშავაგურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიამ გერმანელ ექსპერტს - პეტერ შულცეს უმასპინძლა და საგარეო ურთიერთობების, საერთაშორისო პროექტების და ტურიზმის განყოფილებასთან ერთად, გურჯაანის ტურიზმის განვითარების სამოქმედო გეგმა შეიმუშავა.

გერმანელმა ექსპერტმა შეისწავლა მუნიციპალიტეტის ტურისტული პოტენციალი, მოინახულა ისტორიული და კულტურული ძეგლები და დაათვალიერა სოფლები.

სამ კვირიანი ანალიზის საფუძველზე, ექსპერტის განცხადებით გურჯაანს დიდი პოტენციალი გააჩნია, როგორც ღვინის ტურიზმის, ასევე ეკოტურიზმის, აგროტურიზმის, არქეოლოგიური, სათავგადასავლო და ექსტრემალური ტურიზმის მიმართულებით.

პეტერ შულცეს განცხადებით, ეკონომიური წინსვლისთვის ერთ-ერთი ყველაზე წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება და მნიშვნელოვან როლს შეასრულებს სწორედ ის პროექტები, რომლის განხორციელებასაც მაჟორიტარი დეპუტატი დავით სონღულაშვილი და მუნიციპალიტეტის მერი არჩილ ხანდამაშვილი ახლო მომავალში გეგმავენ და რომლის ნაწილის განხორციელებაც უკვე დაწყებულია.

გურჯაანის ტურიზმის განვითარების გეგმა მოიცავს მუნიციპალიტეტის ძირითადი პოტენციალისა და რესურსების მაქსიმალურად გამოყენებასა და პროექტების განხორციელებას, რომელიც თავისთავად მოიტანს სასურველ შედეგს - ტურისტების გაჩენას და გაზრდას ჩვენს მუნიციპალიტეტში.




სახელი:*
E-Mail:*
კომენტარი:*
მუქი დახრილი ტექსტი ხაზგასმული ტექსტი აღნიშნული ტექსტი | მარცხნივ განთავსება ცენტრში მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა აირჩიეთ ფერი | ტექსტის დაფარვა ციტატის ჩასმა მონიშნული ტექსტის კირილიკურში გადაყვანა ჩასვით სპოილერი