გურჯაანის კულტურის ცენტრში, საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით, ნიკოლოზ ხომასურიძის ფილმის „ექვთიმე ღვთისკაცი “ საპრემიერო ჩვენება გაიმართა

გურჯაანის კულტურის ცენტრში, საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით, ნიკოლოზ ხომასურიძის ფილმის „ექვთიმე ღვთისკაცი “ საპრემიერო ჩვენება გაიმართა

ფილმი მაყურებელს თავად რეჟისორმა ნიკოლოზ ხომასურიძემ წარუდგინა და ისაუბრა იმის შესახებ თუ როგორ იქმნებოდა ფილმი, 3 წლის განმავლობაში, ხალხის დახმარებით.

ფილმში მთავარ როლს, რეზო ჩხიკვიშვილი ასრულებს ფილმის სიუჟეტი კი, 1920-იანი წლების საქართველოს უკავშირდება, როდესაც ჩვენს ქვეყანაში საბჭოთა არმია შემოიჭრა, ხოლო მთავრობის გადაწყვეტილებით სახაზინო ქონება და სამუზეუმო განძი შეიკრიბა და მათ ემიგრაციაში საფრანგეთში წასვლა მოუწიათ. სამუზეუმო განძის შეკრება კი ექვთიმე თაყაიშვილს დაავალეს და მის მცველად დანიშნეს.

გურჯაანში ფილმის „ექვთიმე ღვთისკაცი“ ჩვენება, გურჯაანის მაჟორიტარი დეპუტატის დავით სონღულაშვილის ინიციატივით და მერიის კულტურის, განათლების, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის ორგანიზებით მოეწყო, რომელსაც გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერი არჩილ ხანდამაშვილი მოადგილესთან - ნიკოლოზ გეთიაშვილთან ერთად დაესწრო.

ფილმის დასრულების შემდეგ მაყურებელემა რეჟისორს შთაბეჭდილებები გაუზიარა და მისგან საინტერესო კითხვებზე პასუხიც მიიღო.




სახელი:*
E-Mail:*
კომენტარი:*
მუქი დახრილი ტექსტი ხაზგასმული ტექსტი აღნიშნული ტექსტი | მარცხნივ განთავსება ცენტრში მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა აირჩიეთ ფერი | ტექსტის დაფარვა ციტატის ჩასმა მონიშნული ტექსტის კირილიკურში გადაყვანა ჩასვით სპოილერი