გურჯაანის მუნიციპალიტეტი ცურვის ჩემპიონატს კახეთში პირველად გურჯაანმა უმასპინძლა » გურჯაანის მუნიციპალიტეტი
 


ცურვის ჩემპიონატს კახეთში პირველად გურჯაანმა უმასპინძლა

გურჯაანმა ცურვაში კახეთის ღია პირველობას უმასპინძლა. ჩემპიონატი 12 წლამდე ასაკის გოგონებსა და ვაჟებს შორის ცურვის ოთხივე სახეობაში გაიმართა. შეჯიბრი გურჯაანის სპორტკომპლექსში ჩატარდა, რომელშიც მთელი საქართველოდან 380 -მდე მოცურავემ მიიღო მონაწილეობა, მათ შორის გურჯაანის აუზის სპორტული ჯგუბის ბავშვებმაც. ღია პირველობა სინქრონული ცურვით გაიხსნა.

“ პირველად კახეთში, გურჯაანმა უმასპინძლა ღია პირველობას ცურვაში! მოასპარეზეები საქართველოს თითქმის ყველა კუთხიდან იყვნენ. გურჯაანის სპორტკომპლექსის აუზმა დიდი მოწონება დაიმსახურა და სამომავლო გეგმებსაც ჩაეყარა საფუძველი. მერიის მთვარი ამოცანაა ხელი შეუწყოს და განავითაროს სპორტული ცხოვრება გურჯაანში და გურჯაანი გადააქციოს სპორტული მიზიდულობის ცენტრად” – განაცხადა გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერმა არჩილ ხანდამაშვილმა.

ღია პირველობა ცურვაში კახეთში პირველად ჩატარდა. ღონისძიება საქართველოს საწყლოსნო სახეობათა ეროვნული ფედერაციის ორგანიზებით, გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის განათლების, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის და ააიპ „გურჯაანის სპორტული გაერთიანების“ მხარდაჭერით გაიმართა.




სახელი:*
E-Mail:*
კომენტარი:*
მუქი დახრილი ტექსტი ხაზგასმული ტექსტი აღნიშნული ტექსტი | მარცხნივ განთავსება ცენტრში მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა აირჩიეთ ფერი | ტექსტის დაფარვა ციტატის ჩასმა მონიშნული ტექსტის კირილიკურში გადაყვანა ჩასვით სპოილერი