გურჯაანს მიუნჰენის თანამედროვე მუსიკალური ჯგუფი ესტუმრა

გურჯაანს, ქართული ფოლკლორის გასაცნობად, გურჯაანის სამუსიკო სკოლისა და ანსამბლ“გურჯაანის“ მოსწავლეების შესაფასებლად და მასტერკლასის ჩასატარებლად, მიუნჰენის თანამედროვე მუსიკალური ჯგუფი ესტუმრა.

გერმანელმა მუსიკოსებმა დღე, ძველი ქართული მუსიკალური საკრავების ექსპოზიციების დაათვალიერებით დაიწყეს, ასევე მოისმინეს ქართული ფოლკლორი, ილია დათუაშვილის ხელმძღვანელობით და გურჯაანის მუნიციპალიტეტის სამუსიკო სკოლის მოსწავლეების კლასიკური მუსიკის რეპერტუარი, რუსუდან ჩიტაურის ხელმძღვანელობით.

ვიზიტის მიზანს, გურჯაანის მუნიციპალიტეტში კლასიკური მუსიკის განვითარების ხელშეწყობა, გურჯაანელი მოსწავლეების საერთაშორისო პროექტებში ჩართვა და შერჩევის საფუძველზე, გერმანიაში, მათი კვალიფიკაციის ამაღლება წარმოადგენს.

„ეს ვიზიტი ძალიან მნიშვნელოვანია ჩვეთვის, რისთვისაც დიდი მადლობა მინდა გადავუხადო მათ. ასეთი პროექტები იძლევა საშუალებას აღმოვაჩინოთ ნიჭიერი ბავშვები და ხელი შევუწყოთ მათ განვითარებას და წარმატებას. დარწმუნებული ვარ, ჩვენი ურთიერთობა ნაყოფიერი იქნება და მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება.“ -განაცხადა გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერმა არჩილ ხანდამაშვილმა.

„მნიშვნელოვან პროექტებს ვგეგმავთ მომავალი თაობისთვის, რომელთაგან ერთ-ერთს სწორედ დღეს ვმასპინძლობთ. ჩვენი მიზანია, ახალგაზრდების შემოქმედებითი პოტენციალის აღმოჩენა და განვითარებაზე ზრუნვა, ამიტომაც მზად ვართ სხვადასხვა საერთაშორისო პროექტის ჩატარებისთვის როგორც გურჯაანში, ასევე ქვეყნის საზღვრებს გარეთაც,“ - აღნიშნა გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, სპორტის, განათლებისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის ხელმძღვანელმა ეკა ცისკარაშვილმა.

„ჩვენი მთავარი მიზანია სხვადასხვა კულტურების გაერთიანება და სხვადასხვა ადამიანების ერთად თავმოყრა. ამისთვის მუსიკა არის ერთ-ერთი ყველაზე კარგი საშუალება. ჩვენ ამას პერფორმანსის სახით ვაკეთებთ, რაც გულისხმობს სხვადასხვა სოციალური თემების შეხებას და ჩვენი ერთობლივი მუშაობით, ამ თემების მუსიკით წარმოჩინებას. ჩვენ, რომ ახლა აქ ვიმყოფებით, ეს უკვე ძალიან კარგია და ერთი წინ გადადგმული ნაბიჯია. ძალიან შთამბეჭდავია, რაც ვნახეთ და აქ ძალინ ბევრის გაკეთება შეგვიძლია, “ - აღნიშნა გერმანელმა მუსიკოსმა და კომპოზიტორმა კრისტოფ რაიზერერმა.

„იგეგმება ერთობლივი პროექტები, ერთობლივი კონცერტების ჩატარების პერსპექტივით. ჩვენ გვინდა ხელი შევუწყოთ ჩვენს ახალგაზრდა თაობას წავიდნენ უცხოეთში, გაეცნონ იქაურ მუსიკალურ ორგანიზაციებს და მიიღონ მონაწილეობა ღონისძიებებში, “ - განაცხადა გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის საგარეო ურთიერთობების, საერთაშორისო პროექტების და ტურიზმის განყოფილების უფროსმა ნინო ნინოშვილმა.

მიუნჰენის თანამედროვე მუსიკალური ჯგუფი გურჯაანში, გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურისა და საგარეო ურთიერთობების, საერთაშორისო პროექტების და ტურიზმის განყოფილების მოწვევით იმყოფებოდა.

ღონისძიებას გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის ადგილობრივი თვითმართველობის თანამშრომლები და სამუსიკო სკოლების გაერთიანების წარმომადგნლები დაესწრნენ.




სახელი:*
E-Mail:*
კომენტარი:*
მუქი დახრილი ტექსტი ხაზგასმული ტექსტი აღნიშნული ტექსტი | მარცხნივ განთავსება ცენტრში მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა აირჩიეთ ფერი | ტექსტის დაფარვა ციტატის ჩასმა მონიშნული ტექსტის კირილიკურში გადაყვანა ჩასვით სპოილერი