გურჯაანელი სპორტსმენების წარმატება და ხუთი ოქროს მედალი

გურჯაანელი სპორტსმენების წარმატება და ხუთი ოქროს მედალი31 მარტს, თბილისში გამართულ საქართველოს კლუბებს შორის კიკ-ბოქსინგის ღია რინგში ხუთმა გურჯაანელმა სპორტსმენმა მიიღო მონაწილეობა და ოქროს მედლები მოიპოვეს. ლაშა ფრიდონაშვილმა (75 კგ. ), საბა ოდლომიშვილმა (45 კგ), ნიკა სამხარაძემ (50 კგ), გიგი ღვინიაშვილმა (25 კგ) და ნიკა უტიაშვილმა (30 კგ) სხვადასხვა წონით კატეგორიებში იასპარაზეს და პირველი ადგილების მფლობელები გახდნენ.

დღეს, გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე სიმონ ქოჩორაშვილი, კულტურის , განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსი ეკა ცისკარაშვილი და კულტურის და განათლების განყოფილების ხელმძღვანელი თამარ ფურცელაძე გამარჯვებულ სპორტსმენებს და მათ მწვრთნელს გიორგი ელიკაშვილს შეხვდნენ, წარმატება მიულოცეს და მხარდაჭერა აღუთქვეს.




სახელი:*
E-Mail:*
კომენტარი:*
მუქი დახრილი ტექსტი ხაზგასმული ტექსტი აღნიშნული ტექსტი | მარცხნივ განთავსება ცენტრში მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა აირჩიეთ ფერი | ტექსტის დაფარვა ციტატის ჩასმა მონიშნული ტექსტის კირილიკურში გადაყვანა ჩასვით სპოილერი