გურჯაანის მუნიციპალიტეტი კახეთში აზიური ფაროსანას მინიტორინგის სისტემის მონტაჟი დაიწყო » გურჯაანის მუნიციპალიტეტი
 


კახეთში აზიური ფაროსანას მინიტორინგის სისტემის მონტაჟი დაიწყო

კახეთში აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო პრევენციული ღონისძიების გატარება დაიწყო, რომლის ფარგლებშიც რეგიონში 1300 ცალი სპეციალური დამჭერი ხაფანგი დამონტაჟდება. მონიტორინგის მეშვეობით მოხდება მავნებლის იდენტიფიცირება და გავრცელების არეალის დადგენა. შედეგების მიხედვით დაიგეგმება მავნებლის საწინააღმდეგო ღონისძიებები. დღეს, გურჯაანის მუნიციპალიტეტში, ფერმერ მიხეილ გოგიაშვილის ატმის ბაღში, მონიტორინგის სისტემების განთავსების პროცესს სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსი ზურაბ ჩეკურაშვილი, სახელმწიფო რწმუნებული კახეთის რეგიონში ირაკლი ქადაგიშვილი და გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერი არჩილ ხანდამაშვილი დაესწრნენ. შეხვედრა გაიმართა ადგილობრივი ხელისუფლების, სურსათის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებთან და ფერმერებთან. ზურაბ ჩეკურაშვილის განცხადებით მავნებელთან ბრძოლისას მნიშვნელოვანია მისი გავრცელების დროულად იდენტიფიცირება, რასაც ხელს შეუწყობს მონიტორინგი, რომელიც მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე მიმდინარეობს. როგორც მან აღნიშნა - “კახეთის რეგიონში მონიტორნგი გასულ წელასაც ჩატარდა. მავნებლის გავრცელებას და სასოფლო-სამეურნეო კულტურის დაზიანებას ადგილი არ ჰქონია. დაკვირვება გაგრძელდება წელსაც. სახელმწიფო რესურსი სრულად არის მობილიზებული საჭიროების შემთხვევაში შესაბამისი ღონისძიებები გაატაროს.“ კახეთის გუბერნატორის ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით მავნებელთან ბრძოლის პროცესში სურსათის ეროვნულ საგენტოსთან ერთად, ყველა მუნიციპალიტეტი აქტიურად ჩაერთვება და ადგილობრივი ხელისუფლება კოორდინირებულად იმუშავებს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან გურჯაანის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე 230 ცალი დამჭერი ხაფანგი-ფერომონი განთავსდება. მუნიციპალიტეტის მერის არჩილ ხანდამაშვილის განცხადებით „პრევენციული ღონისძიება, რომელსაც სურსათის ეროვნული სააგენტო ახორციელებს ძალიან მნიშვნელოვანია, რათა არ განმეორედეს ის ცუდი შედეგი, რომელიც დასავლეთ საქართველოში მოხდა. დიდი მადლობა ამისთვის სოფლის მეურნეობის სამინისტროს და ჩვენც მზად ვართ გვერდში დავუდგეთ ფერმერებს“.




სახელი:*
E-Mail:*
კომენტარი:*
მუქი დახრილი ტექსტი ხაზგასმული ტექსტი აღნიშნული ტექსტი | მარცხნივ განთავსება ცენტრში მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა აირჩიეთ ფერი | ტექსტის დაფარვა ციტატის ჩასმა მონიშნული ტექსტის კირილიკურში გადაყვანა ჩასვით სპოილერი