არჩილ ხანდამაშვილი კაჭრეთის სკოლის ეკოკლუბის წევრებს შეხვდა

 არჩილ ხანდამაშვილი კაჭრეთის სკოლის ეკოკლუბის წევრებს შეხვდადღეს გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერი არჩილ ხანდამაშვილი კულტურის, განათლების, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსთან ეკა ცისკარაშვილთან და გურჯაანის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელთან დალი მინდიაშვილთან ერთად სოფელ კაჭრეთის საჯარო სკოლის ეკოკლუბ "ბუმერანგის “ წევრებს შეხვდა. კაჭრეთის ეკოკლუბმა ნიკო კეცხოველის სახელობის გარემოსდაცვით კონკურსში - „ნიკო კეცხოველი-2018 “ წარმატებით მიიღო მონაწილეობა და ფინალურ ტურში გადავიდა, რომელიც 21 მარტს, ქუთაისში საქართველოს პარლამენტის შენობაში გაიმართა. კონკურსში მთელი საქართველოდან 700 სკოლა მონაწილეობდა, ფინალური ეტაპის მონაწილე კი 29 საუკეთესო „მწვანე სკოლა“ გახდა. კაჭრეთის ეკოკლუბ "ბუმერანგს“ ფინალში მონაწილეობისთვის სპეციალური საჩუქრები გადაეცა. დღეს
ეკოკლუბის წევრებმა და ხელმძღვანელმა ნინო გეთიაშვილმა სტუმრებისთვის იმ ვიდეომიმართვის პრეზენტაცია გამართეს, რომლითაც კონკურსის ფინალზე წარდგნენ. არჩილ ხანდამაშვილმა მათ მადლობა გადაუხადა საინტერესო, აქტიური და ნაყოფიერი მუშაობისთვის და აღნიშნა, რომ გარემოსდაცვით საკითხებზე საგანმანათლებლო მუშაობა, ამ მიმართულებით საზოგადოების ცნობიერების ამაღლება, სწორედაც რომ სკოლიდან უნდა დაიწყოს. მუნიციპალიტეტის მერმა და კულტურის სამსახურის უფროსმა შეხვედრაზე მოსწავლეებს მიაწოდეს ინფორმაცია, რომ მერია გეგმავს საზოგადოების ცნობიერების ამაღლების მიზნით გარემოსდაცვით კამპანიას და მასში ჩართვა შესთავაზეს. გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერმა ეკოკლუბს საჩუქარად ფოტოაპარატი გადასცა და სამომავლო გეგმებში მხარდაჭერას დაჰპირდა.
ნიკო კეცხოველის კონკურსი მასშტაბური გარემოსდაცვითი სასკოლო კონკურსია, რომელიც 2014 წელს, კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელის (CENN) მიერ პროექტ „ტყის მდგრადი მართვის“ ფარგლებში, ავსტრიის განვითარების სააგენტოს (ADC) ფინანსური მხარდაჭერით დაარსდა. პროექტი საქართველოს პარლამენტის, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ხელშეწყობით ჩატარდა.




სახელი:*
E-Mail:*
კომენტარი:*
მუქი დახრილი ტექსტი ხაზგასმული ტექსტი აღნიშნული ტექსტი | მარცხნივ განთავსება ცენტრში მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა აირჩიეთ ფერი | ტექსტის დაფარვა ციტატის ჩასმა მონიშნული ტექსტის კირილიკურში გადაყვანა ჩასვით სპოილერი