დაუნის სინდრომის მსოფლიო დღისადმი მიძღვნილი კონფერენცია

დაუნის სინდრომის მსოფლიო დღისადმი მიძღვნილი კონფერენცია21 მარტს, თბილისში, საქართველოს დაუნის სინდრომის ასოციაციის ინიციატივით დაუნის სინდრომის მსოფლიო დღისადმი მიძღვნილი კონფერენცია „რას ვმატებ ჩემს სამსახურს“ გაიმართა. კონფერენციის მთავარი მიზანი იმ გამოწვევების დაძლევაა, რომელიც შეზუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანების დასაქმების, სოციალიზაციის და ინკლუზიური გარემოს ფორმირების კუთხით არსებობს. კონფერენციაში მონაწილეობა განათლების და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა, საქართველოს პრეზიდენტის მეუღლემ მაკა ჩიჩუამ, სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე თამარ ბარკალაიამ,თბილისის მერიის შშმ პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს აღმასრულებელმა მდივანმა გიგა სოფრომაძემ და საქართველოს დაუნის სინდრომის ასოციაციის დამფუძნებელმა გიგო შიუკაშვილმა მიიღეს. ღონისიებას, საქართველოში აკრედიტირებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, დაუნის სინდრომის მქონე ბავშვების მშობლები, შშმ პირები, კერძო სექტორის წარმომადგენლები და თვითმართველობების, მათ შორის გურჯაანის მუნიციპალიტეტის თვითმართველობის თანამშრომლებიც დაესწრნენ. კონფერენცია თბილისის მერიის ხელშეწყობით ჩატარდა.




სახელი:*
E-Mail:*
კომენტარი:*
მუქი დახრილი ტექსტი ხაზგასმული ტექსტი აღნიშნული ტექსტი | მარცხნივ განთავსება ცენტრში მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა აირჩიეთ ფერი | ტექსტის დაფარვა ციტატის ჩასმა მონიშნული ტექსტის კირილიკურში გადაყვანა ჩასვით სპოილერი