„World Vision“ - ის საჩუქრები საბავშვო ბაღებს.

„World Vision“ - ის საჩუქრები საბავშვო ბაღებს.დღეს გურჯაანის მუნიციპალიტეტის 5 საბავშვო ბაღს - შაშიანის, ვაზისუბნის, ვაჩნაძიანის, კალაურის N1 და N2 საბავშვო ბაღებს, არასამთავრობო ორგანიზაცია „World Vision“-მა საჭირო ინვენტარი გადასცა. საბავშვო ბაღებს, აღსაზრდელების რაოდენობის გათვალისწინებით, მაგიდები და სკამები გადაეცათ, რომელიც სტანდარტების შესაბამისად ბავშვთა ასაკობრივი ჯგუფების მიხედვითაა შერჩეული. ასევე, ყველა ჯგუფს გადაეცა გამყოფი თაროები. საბავშვო ბაღებს საჩუქრები სამხარეო განვითარების პროგრამის ხელმძღვანელმა ნანა ათუაშვილმა, მუნიციპალიტეტის მერთან არჩილ ხანდამაშვილთან, მერის მოადგილე ნიკოლოზ გეთიაშვილთან და სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულების ხემძღვანელ ლელა თევდორაშვილთან ერთად გადასცა. გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერმა არჩილ ხანდამაშვილმა მადლობა გადაუხადა ორგანიზაცია „world vision“- ს აქტიური მხარდაჭერისა და თანამშრომლობისთვის, როგორც მან აღნიშნა ასევე, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მათი მუშაობა ბაღის პედაგოგებისთვის საგანმანათლებლო კუთხით.
ორგანიზაცია „world vision“- ი კახეთის სამხარეო განვუთარების პროგრამის ფარგლებში აღნიშნულ სოფლებში პროექტებს 2009 წლიდან ახორციელებს და თანამშრომლობა 2021 წლამდე გაგრძელდება.




სახელი:*
E-Mail:*
კომენტარი:*
მუქი დახრილი ტექსტი ხაზგასმული ტექსტი აღნიშნული ტექსტი | მარცხნივ განთავსება ცენტრში მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა აირჩიეთ ფერი | ტექსტის დაფარვა ციტატის ჩასმა მონიშნული ტექსტის კირილიკურში გადაყვანა ჩასვით სპოილერი