გურჯაანის საცურაო აუზი სრული დატვირთვით მუშაობს

გურჯაანის საცურაო აუზი სრული დატვირთვით აგრძელებს მუშაობას. ფუნქციონირებს როგორც დიდი ასევე პატარა აუზი, რომელიც 4-დან 7 წლამდე ასაკის ბავშვებს მოემსახურება. 1 თვიანი სააბონენტო გადასახადი (8 ვიზიტი) 16 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის 40 ლარს შეადგენს, ხოლო 16 წლიდან ზევით 60 ლარია. სპორტკომპლექსის საცუარო აუზი მსურველებს სთავაზობს ულიმიტო მომსახურებას, რომლის ღირებულება ასაკობრივი ჯგუფების მიხედვით 100 და 150 ლარია. სპორტკომპლექსში ასევე, მოქმედებს სპორტული ჯგუფიც .
მოთხოვნის გაზრდის შესაბამისად, გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერია, მომავალში სოფლებიდან - კახიფარიდან, კარდენახიდან და კაჭრეთიდან უფასო ტრანსპორტის დანიშვნას გეგმავს, რომელიც საცურაო აუზით მოსარგეებლეების ტრანსპორტირებას უზრუნველყოფს. გურჯაანის საცურაო აუზი ორშაბათიდან - შაბათის ჩათვლით 14:00-დან 20:00 საათამდე მუშაობს.
შეგახსენებთ, რომ სარეაბილიტაციო-სადეზინფექციო სამუშაოების გამო გურჯაანის საცურაო აუზი დროებით დახურული იყო.




სახელი:*
E-Mail:*
კომენტარი:*
მუქი დახრილი ტექსტი ხაზგასმული ტექსტი აღნიშნული ტექსტი | მარცხნივ განთავსება ცენტრში მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა აირჩიეთ ფერი | ტექსტის დაფარვა ციტატის ჩასმა მონიშნული ტექსტის კირილიკურში გადაყვანა ჩასვით სპოილერი