8 თებერვალს, წმინდა მეფის დავით აღმაშენებლის ხსენების დღე აღინიშნება. ამ დღესთან დაკავშირებით, გურჯაანის ცენტრალური ბიბლიოთეკის სამკითხველო დარბაზში, სკოლის მოსწავლეებისთვის შემეცნებით-საგანმანათლებლო შეხვედრა მოეწყო, რომელსაც ისტორიის სპეციალისტი შოთა ქიტიაშვილი დაესწრო. მან მიმოიხილა დავით აღმაშენებლის მეფობის ხანა და მოსწავლეებს, მის მიერ გატარებული რეფორმების მნიშვნელობაზე ესაუბრა. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. https://www.facebook.com/GurjaaniMunicipality/photos/a.1517877851641374.1073742568.201596169936222/1517878078308018/?type=3&theater |