გურჯაანის ცენტრალურ ბიბლიოთეკაში, მხატვრული ფილმის "ტბის" ჩვენება მოეწყო და მას ქალაქის საჯარო სკოლების მოსწავლეები დაესწრნენ. ფილმის ჩვენების შემდეგ მოზარდებს შორის გაიმართა დისკუსია "ბულინგის" თემაზე. დისკუსიაში მონაწილეობა მიიღეს ფსიქოლოგმა მარიამ ყვირალაშვილმა და პოეტმა ნუნუ ყალაბეგაშვილმა. |