გურჯაანის მუნიციპალიტეტი აწყურის და ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატების მოგზაურობა სრულიად საქართველოში » გურჯაანის მუნიციპალიტეტი
 


აწყურის და ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატების მოგზაურობა სრულიად საქართველოში

მოგზაურობა ეძღვნება საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის 100, უწმინდესისა და უნეტარესის, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის ილია II-ის აღსაყდრებიდან 40 და დაბადებიდან 85 წლისთავს.
გურჯაანის მუნიციპალიტეტში ხატები 21 - დან 28 იანვრამდე დაბრძანებული იქნებიან გურჯაანის სამების საკათედრო ტაძარში და კვირის განმავლობაში, ყოველ დღე, 10 საათზე საიუბილეო თარიღებისადმი მიძღვნილი საღვთისმსახურო მსახურება ჩატარდება.
ყოველდღიურად (დილის წირვის შემდეგ, 12 საათზე და საღამოს 17 საათზე) გურჯაანის თოჯინების თეატრის დარბაზში გაიმართება ხატების მოგზაურობასთან დაკავშირებული საგანმანათლებლო-საინფორმაციო ხასიათის შეხვედრები მრევლთან.

საქართველოს საპატრიაქო, გურჯაანისა და ველისციხის ეპარქია

საზოგადოება „ივერიისა“




სახელი:*
E-Mail:*
კომენტარი:*
მუქი დახრილი ტექსტი ხაზგასმული ტექსტი აღნიშნული ტექსტი | მარცხნივ განთავსება ცენტრში მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა აირჩიეთ ფერი | ტექსტის დაფარვა ციტატის ჩასმა მონიშნული ტექსტის კირილიკურში გადაყვანა ჩასვით სპოილერი