გურჯაანის მუნიციპალიტეტი სოფელ ჭერემში ორ ეკლესიას უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა » გურჯაანის მუნიციპალიტეტი
 


სოფელ ჭერემში ორ ეკლესიას უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ გურჯაანის მუნიციპალიტეტში კიდევ ორ ეკლესიას მიანიჭა კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი. სააგენტოს ხელმძღვანელის ნიკოლოზ ანთაძის 9 იანვრის ბრძანებით ძეგლის სტატუსი სოფელ ჭერემში მდებარე მამა-დავითის(VI-VII სს) და წმ.გიორგის სახელობის (გვიანი შუა საუკუნეები) ეკლესიებს მიენიჭათ.
აღსანიშნავია, რომ გურჯაანის მუნიციპალიტეტში 400-ზე მეტი ობიექტია, საიდანაც 143 კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლია. უახლოეს მომავლში გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერია, ძეგლთა დავცის ეროვნული სააგენტოდან, კიდევ ხუთი ობიექტისთვის ძეგლის სტატუსის მინიჭებას ელის.




სახელი:*
E-Mail:*
კომენტარი:*
მუქი დახრილი ტექსტი ხაზგასმული ტექსტი აღნიშნული ტექსტი | მარცხნივ განთავსება ცენტრში მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა აირჩიეთ ფერი | ტექსტის დაფარვა ციტატის ჩასმა მონიშნული ტექსტის კირილიკურში გადაყვანა ჩასვით სპოილერი