გურჯაანში კალათბურთში სასკოლო ოლიმპიადა გაიმართა

28 ნოემბერს, გურჯაანის სპორტკომპლექსში სასკოლო-სპორტული ოლიმპიადის ფარგლებში, კალათბურთში გოგონებსა და ვაჟებს შორის ტურნირი გაიმართა. გოგონებს შორის ტურნირის გამარჯვებული სოფელ ახაშნის საჯარო სკოლის გუნდი გახდა, რომელმაც ჩუმლაყის საჯარო სკოლის გუნდი დაამარცხა. ვაჟებში კი ფინალური შეხვედრა ქ. გურჯაანის მეოთხე და პირველი საჯარო სკოლის გუნდებს შორის გაიმართა, სადაც გამარჯვებული ქ.გურჯაანის მეოთხე საჯარო სკოლის გუნდი გახდა.
ტურნირი გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, ძეგლთა დაცვის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის ორგანიზებით ჩატარდა.




სახელი:*
E-Mail:*
კომენტარი:*
მუქი დახრილი ტექსტი ხაზგასმული ტექსტი აღნიშნული ტექსტი | მარცხნივ განთავსება ცენტრში მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა აირჩიეთ ფერი | ტექსტის დაფარვა ციტატის ჩასმა მონიშნული ტექსტის კირილიკურში გადაყვანა ჩასვით სპოილერი