გურჯაანის მე-6 მოწვევის საკრებულოს პირველი სხდომა ჩატარდა

20 ნოემბერს გურჯაანის მუნიციპალიტეტის მეექვსე მოწვევის საკრებულოს პირველი სხდომა გაიმართა, რომელიც გურჯაანის მე-12 საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ მაია ჩუთლაშვილმა გახსნა. ახალ, მეექვსე მოწვევის საკრებულოს კვლავ ვანო ბერიძიშვილი უხელმძღვანელებს. მის კანდიდატურას 33 დეპუტატმა დაუჭირა მხარი. საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილედ კი, 27 ხმით გია შაოშვილი აირჩიეს. პირველივე სხდომაზე დეპუტატებმა კომისიების თავმჯდომარეები აირჩიეს და ფრაქციების თავმჯდომარეების ვინაობაც გახდა ცნობილი.

 საკრებულოს სივრცით-ტერიტორიული დაგეგმარების, ინფრასტრუქტურისა და ბუნებრივი რესურსების კომისია - ალექსანდრე ბასილაშვილი ;
 იურიდიულ საკითხთა კომისია - ლევან ხაზიური; საფინანსო-საბიუჯეტო კომისია - ზურაბ ხუროშვილი;
 სოციალურ საკითხთა, კულტურის, განათლებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიას - მაია ბეროშვილი ;
 ეკონომიკისა და ქონების მართვის საკითხთა კომისია- გივი რამაზაშვილი;


 ფრაქცია „ქართული ოცნება - დემოკრატიულ საქართველო“- გიორგი მაჭავარიანი;
 ფრაქცია „გურჯაანი“ - ნიკა ნიჟარაძე;
 ფრაქცია „მოძრაობა თავისუფლებისთვის - ევროპული საქართველო“ - ვალერი ბარნაბიშვილი;




სახელი:*
E-Mail:*
კომენტარი:*
მუქი დახრილი ტექსტი ხაზგასმული ტექსტი აღნიშნული ტექსტი | მარცხნივ განთავსება ცენტრში მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა აირჩიეთ ფერი | ტექსტის დაფარვა ციტატის ჩასმა მონიშნული ტექსტის კირილიკურში გადაყვანა ჩასვით სპოილერი