სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს წარმომადგენლები გურჯაანში

დღეს სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს წარმომადგენლები ზვიად ჭრიკიშვილი და კობა ჭულუხაძე ადგილობრივი თვითმმართველობის ხელმძღვანელებთან ერთად გურჯაანში ფარნავაზის ქუჩის მაცხოვრებლებს შეხვდნენ. ექსპერტიზის ბიუროს წარმომადგენლებმა მოსახლეობას გურჯაანში ბიუროს რეგიონული ფილიალის მშენებლობის მნიშვნელობასა და უსაფრთხოებაზე ესაუბრნენ და პროექტის მაკეტიც გააცნეს. თუმცა ადგილობრივებმა ხელისუფლების წარმომადგენლებს ალტერნატიული ფართის მოძიება და შენობის სხვა ადგილზე აშენება მოსთხოვეს.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ ფარნავაზის ქუჩის მოსახლეობამ მათი საცხოვრებელი კორპუსის მახლობლად სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს რეგიონული ფილიალის მშენებლობის გადაწყვეტილება გააპროტესტა. გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგებელი ემზარ ჯიქურაშვილი ადგილობრივებს შეხვდა და ბიუროს წარმომადგენლებთან საკითხის გარკვევას და მათთან შეხვედრას დაპირდა.




სახელი:*
E-Mail:*
კომენტარი:*
მუქი დახრილი ტექსტი ხაზგასმული ტექსტი აღნიშნული ტექსტი | მარცხნივ განთავსება ცენტრში მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა აირჩიეთ ფერი | ტექსტის დაფარვა ციტატის ჩასმა მონიშნული ტექსტის კირილიკურში გადაყვანა ჩასვით სპოილერი