ჩუმლაყი-ყიტაანის გზის რეაბილიტაცია სრულდება

ჩუმლაყი-ყიტაანის გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასასრულს უახლოვდება. 5 700 მეტრი გზა უკვე დაიგო ასფალტობეტონის საფარით, ამჟამად კი ტრაქტორებისთვის სპეციალური გადასასვლელების მოწყობა მიმდინარეობს, რათა მძიმე ტექნიკამ გზა არ დააზიანოს. აღდგენითი სამუშაოებისთვის 775 121ლარი რეგიონული განვითარების ფონდიდან გამოიყო და იგი კომპანია "ფინესტატმა" შეასრულა. აღსანიშნავია, რომ გზას, რომელიც ჩუმლაყის და ყიტაანის მოსახლეობას სოფელთან და სამეურნეო სავარგულებთან აკავშირებს, რეაბილიტაცია 35 წლის შემდეგ პირველად ჩაუტარდა. ჩუმლაყი-ყიტაანის გზა დღეს გურჯაანის მინიციპალიტეტის გამგებელმა ემზარ ჯიქურაშვილმა მოინახულა.




სახელი:*
E-Mail:*
კომენტარი:*
მუქი დახრილი ტექსტი ხაზგასმული ტექსტი აღნიშნული ტექსტი | მარცხნივ განთავსება ცენტრში მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა აირჩიეთ ფერი | ტექსტის დაფარვა ციტატის ჩასმა მონიშნული ტექსტის კირილიკურში გადაყვანა ჩასვით სპოილერი