გურჯაანის მუნიციპალიტეტი აცხადებს ელექტრონულ ა უ ქ ც ი ო ნ ს

გურჯაანის მუნიციპალიტეტი აცხადებს ელექტრონულ
ა უ ქ ც ი ო ნ ს
________________________

აუქციონის დაწყება - დამთავრება 16.03.2017წ. 17:00 – 31.03.2017წ. 15:00


1. ელექტრონულ აუქციონზე პრივატიზების მიზნით გატანილია მუნიციპალიტეტის საკუთრებაში
არსებული, სოფელ გურჯაანში მდებარე 1400,0 კვმ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, საკადასტრო კოდი - 51.10.72.267. საწყისი საპრივატიზაციო ფასი - 700 (შვიდასი) ლარი. „ბე“ შეადგენს საწყისი საპრივატიზაციო ფასის 30%-ს - 210 (ორას ათი) ლარს. სავაჭრო ბიჯი - საწყისი ფასის 5%-ს - 35 (ოცდა თხუთმეტი) ლარს.
ობიექტის აღწერილობა:
მიწის ნაკვეთი მდებარეობს სოფელ გურჯაანში, საცხოვრებელი სახლებს შორის. ფართი თავისუფალია.

2. ელექტრონულ აუქციონზე პრივატიზების მიზნით გატანილია მუნიციპალიტეტის საკუთრებაში
არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ფართები:

ა) ქ. გურჯაანში, სარაჯიშვილის ქუჩა N47-ში მდებარე _ 171,0კვმ არასასოფლო- სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი. საკადასტრო კოდი - 51.01.59.183. საწყისი საპრივატიზაციო ფასი - 2052 (ორი ათას ორმოცდა თორმეტი) ლარი. „ბე“ შეადგენს საწყისი საპრივატიზაციო ფასის 30%-ს - 616 (ექვსას თექვსმეტი) ლარი; სავაჭრო ბიჯი - საწყისი ფასის 5%-ს - 103 (ას სამი) ლარი.
ობიექტის აღწერილობა:
მიწის ნაკვეთი მდებარეობს ქ. გურჯაანის გარეუბანში, დაფარულია ეკალ-ბარდითა და ველური მცენარეებით.

ბ) ქ. გურჯაანში, სარაჯიშვილის ქუჩაზე მდებარე _ 40,0კვმ არასასოფლო - სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი. საკადასტრო კოდი - 51.01.59.064; საწყისი საპრივატიზაციო ფასი - 480 (ოთხას ოთხმოცი) ლარი. „ბე“ შეადგენს საწყისი საპრივატიზაციო ფასის 30%-ს - 144 (ას ორმოცდა ოთხი) ლარი; სავაჭრო ბიჯი - საწყისი ფასის 5%-ს - 24 (ოცდა ოთხი) ლარი.
ობიექტის აღწერილობა:
მიწის ნაკვეთი მდებარეობს ქ. გურჯაანის გარეუბანში, დაფარულია ეკალ-ბარდითა და ველური მცენარეებით.

3. ელექტრონულ აუქციონზე პრივატიზების მიზნით გატანილია მუნიციპალიტეტის საკუთრებაში
არსებული შენობა-ნაგებობები:

ა) ქ. გურჯაანში, სარაჯიშვილის ქუჩა N47-ში მდებარე, ყოფილი ინდბინათმშენებლობის შენობა-ნაგებობები - N1 საერთო ფართით - 10,6კვმ, N2 საერთო ფართით - 287,1კვმ, N3 საერთო ფართით - 199,4კვმ, N4 საერთო ფართით - 13,0 კვმ _ სულ, საერთო ფართი - 510,10 კვმ, მიმაგრებული არასასოფლო - სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი - 2368,0 კვმ, საკადასტრო კოდი - 51.01.59.184;
საწყისი საპრივატიზაციო ფასი - 79 516 (სამოცდა ცხრამეტი ათას ხუთას თექვსმეტი) ლარი, (შენობების ღირებულება - 51 100 (ორმოცდა თერთმეტი ათას ასი) ლარი, მიწის ღირებულება - 28 416 (ოცდა რვა ათას ოთხას თექვსმეტი) ლარი). „ბე“ შეადგენს საწყისი საპრივატიზაციო ფასის 30%-ს - 23 855 (ოცდა სამი ათას


რვაას ორმოცდა თხუთმეტი) ლარი; სავაჭრო ბიჯი - საწყისი ფასის 5%-ს - 3 976 (სამი ათას ცხრაას სამოცდა თექვსმეტი) ლარი.
ობიექტის აღწერილობა:
ტერიტორიაზე განთავსებულია ოთხი შენობა. შენობები სიძველისა და ხანგრძლივი ბუნებრივი და ფიზიკური ზემოქმედების შედეგად დაზიანებულია. სახურავიდან ჩამოედინება ბუნებრივი ნალექი, კედლებზე ბზარებია. აცვევნილია ნალესი, იატაკი ადგილ-ადგილ აყრილია. ბუნებრივი და მექანიკური ზემოქმედების გამო დაზიანებულია კარ-ფანჯარა. ცალკე მდგომი შენობები გამოსულია მწყობრიდან. ეზოში ეკალ-ბარდია გავრცელებული.

ბ) ქ. გურჯაანში, სარაჯიშვილის ქუჩა N47-ში მდებარე ყოფილი ინდბინათმშენებლობის შენობა-ნაგებობები - N1, N2, N3, N4, N5, N6, N7 _ საერთო ფართით - 1712,60 კვმ, მიმაგრებული არასასოფლო - სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი - 11471,0 კვმ საკადასტრო კოდი - 51.01.59.066. საწყისი საპრივატიზაციო ფასი - 183 214 (ას ოთხმოცდა სამი ათას ორას თოთხმეტი) ლარი, (შენობების ღირებულება - 68 504 (სამოცდა რვა ათას ხუთას ოთხი) ლარი, მიწის ღირებულება - 114 710 (ას თოთხმეტი ათას შვიდას ათი) ლარი). „ბე“ შეადგენს საწყისი საპრივატიზაციო ფასის 30%-ს - 54 964 (ორმოცდა თოთხმეტი ათას ცხრაას სამოცდა ოთხი) ლარი; სავაჭრო ბიჯი - საწყისი ფასის 5%-ს - 9 161 (ცხრა ათას ას სამოცდა ერთი) ლარი.
ობიექტის აღწერილობა:
ტერიტორიაზე განთავსებული შენობა-ნაგებობები ძირითადად ანგარის ტიპისაა, რომლებსაც სიძველისა და ხანგრძლივი ბუნებრივი და ფიზიკური ზემოქმედების შედეგად გააჩნია დაზიანებები. სახურავისა და სხვა რკინა-ბეტონის კონსტრუქციები დაშლილ-კოროზირებულია. ცალკე მდგომი შენობები გამოსულია მწყობრიდან. ეზოში ეკალ-ბარდია გავრცელებული.

გ) სოფელ ვაზისუბანში მდებარე, ყოფილი საბავშვო ბაღის შენობა-ნაგებობა. შენობის საერთო ფართი - 1301,10კვმ მიმაგრებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა - 7971,10კვმ, საკადასტრო კოდი - 51.05.15.231. საწყისი საპრივატიზაციო ფასი - 86 856 (ოთხმოცდა ექვსი ათას რვა ას ორმოცდა თექვსმეტი) ლარი, (შენობის ღირებულება - 39 030 (ოცდა ცხრამეტი ათას ოცდა ათი) ლარი, მიწის ღირებულება - 47 826 (ორმოცდა შვიდი ათას რვა ას ოცდა ექვსი) ლარი). „ბე“ შეადგენს საწყისი საპრივატიზაციო ფასის 30%-ს - 26 057 (ოცდა ექვსი ათას ორმოცდა ჩვიდმეტი) ლარი; სავაჭრო ბიჯი - საწყისი ფასის 5%-ს - 4 343 (ოთხი ათას სამას ორმოცდა სამი) ლარი.
ობიექტის აღწერილობა:
შენობა-ნაგებობა ამორტიზებულია. დაზიანებულია სახურავი და კედლები, არ გააჩნია შიდა კიბე, კარ-ფანჯარა და კომუნიკაციის სისტემები.

4. ელექტრონულ აუქციონზე იჯარით გაცემის მიზნით გატანილია მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასაცხოვრებელი ფართები:

ა) ქ. გურჯაანში, ნონეშვილის გამზირი N4-ში მდებარე შენობა-ნაგებობის მე-4 სართულზე განთავსებული - 15,1კვმ არასაცხოვრებელი ფართი, საკადასტრო კოდი - 51.01.60.022.01.500. წლიური საიჯარო ქირა - 456 (ოთხას ორმოცდა თექვსმეტი) ლარი, რაც თვეში შეადგენს - 38 (ოცდა თვრამეტი) ლარს. სავაჭრო ბიჯი - საწყისი საიჯარო ქირის 5 % - 23 (ოცდა სამი) ლარი, „ბე“ - საწყისი ქირის 30% - 137 (ას ოცდა ჩვიდმეტი) ლარი. საიჯარო ვადა - 1 წელი.
ობიექტის აღწერილობა:
იჯარით გასაცემი ფართი განთავსებულია შენობის მეოთხე სართულზე არის ძველი რემონტით.






ბ) სოფელ კარდენახის ადმინისტრაციული ერთეულის შენობა-ნაგებობის პირველ სართულზე განთავსებული - 14,0კვმ არასაცხოვრებელი ფართი. შენობის საკადასტრო კოდი - 51.15.27.583. წლიური საიჯარო ქირა - 180 (ას ოთხმოცი) ლარი, რაც თვეში შეადგენს - 15 (თხუთმეტი) ლარს. სავაჭრო ბიჯი - საწყისი საიჯარო ქირის 5 % - 9 (ცხრა) ლარი, „ბე“ - საწყისი ქირის 30% - 54 (ორმოცდა თოთხმეტი) ლარი. საიჯარო ვადა - 1 წელი.
ობიექტის აღწერილობა:
იჯარით გასაცემი ფართი განთავსებულია შენობის პირველ სართულზე, არის სარემონტო.

გ) სოფელ კარდენახის კულტურის სახლის შენობა-ნაგებობის სარდაფში განთავსებული - 311,5კვმ არასაცხოვრებელი ფართი. შენობის საკადასტრო კოდი - 51.15.73.037. წლიური საიჯარო ქირა - 468 ოთხას სამოცდა რვა) ლარი, რაც თვეში შეადგენს - 39 (ოცდა ცხრამეტი) ლარს. სავაჭრო ბიჯი - საწყისი საიჯარო ქირის 5 % - 24 (ოცდა ოთხი) ლარი, „ბე“ - საწყისი ქირის 30% - 141 (ას ორმოცდა ერთი) ლარი. საიჯარო ვადა - 2 წელი.
ობიექტის აღწერილობა:
იჯარით გასაცემი ფართი განთავსებულია შენობის სარდაფში.

დ) სოფელ არაშენდის კულტურის სახლის შენობა-ნაგებობის პირველ სართულზე განთავსებული - 12,9კვმ არასაცხოვრებელი ფართი. შენობის საკადასტრო კოდი - 51.18.56.002. წლიური საიჯარო ქირა - 84 (ოთხმოც და ოთხი) ლარი, რაც თვეში შეადგენს - 7 (შვიდი) ლარს. სავაჭრო ბიჯი - საწყისი საიჯარო ქირის 5 % - 5 (ხუთი) ლარი, „ბე“ - საწყისი ქირის 30% - 26 (ოცდა ექვსი) ლარი. საიჯარო ვადა - 5 წელი.
ობიექტის აღწერილობა:
იჯარით გასაცემი ფართი განთავსებულია შენობის პირველ სართულზე არის ძველი რემონტით.

ე) სოფელ არაშენდის კულტურის სახლის შენობა-ნაგებობის მეორე სართულზე განთავსებული - 32,5კვმ არასაცხოვრებელი ფართი. შენობის საკადასტრო კოდი - 51.18.56.002. წლიური საიჯარო ქირა - 204 (ორას ოთხი) ლარი, რაც თვეში შეადგენს - 17 (ჩვიდმეტი) ლარს. სავაჭრო ბიჯი - საწყისი საიჯარო ქირის 5 % - 11 (თერთმეტი) ლარი, „ბე“ - საწყისი ქირის 30% - 62 (სამოცდა ორი) ლარი. საიჯარო ვადა - 1 წელი.
ობიექტის აღწერილობა:
იჯარით გასაცემი ფართი განთავსებულია შენობის მეორე სართულზე არის ძველი რემონტით, სუფთა მდგომარეობაში.

`ბე~ შეიტანება:

_ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის პრივატიზებისთვის კოდზე _ #300503394;
_ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის პრივატიზებისთვის კოდზე _ #300503390;
_ შენობა-ნაგებობის პრივატიზებისათვის კოდზე _ N300503313
_ არასაცხოვრებელი ფართის იჯარისათვის _ N300503212.
ქონების დათვალიერება შესაძლებელია მესაკუთრესთან შეთანხმებით. დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით ტელეფონზე - 595 37 72 60, ასევე ცხელ ხაზზე - 2 601 601.

გურჯაანის მუნიციპალიტეტი




სახელი:*
E-Mail:*
კომენტარი:*
მუქი დახრილი ტექსტი ხაზგასმული ტექსტი აღნიშნული ტექსტი | მარცხნივ განთავსება ცენტრში მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა აირჩიეთ ფერი | ტექსტის დაფარვა ციტატის ჩასმა მონიშნული ტექსტის კირილიკურში გადაყვანა ჩასვით სპოილერი