გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგებელი ემზარ ჯიქურაშვილი ახაშნის, ჩუმლაყის და ყიტაანის მოსახლეობას შეხვდა

დღეს გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგებელი ემზარ ჯიქურაშვილი ახაშნის, ჩუმლაყის და ყიტაანის მოსახლეობას შეხვდა და მათი პრობლემებით დაინტერესდა. შეხვედრებზე ყველა სოფელში ორი ძირითადი საკითხი- სასმელი წყლის და მოუწესრიგებელი გზების პრობლემა გამოიკვეთა. გარდა ამისა, ახაშნელებმა გამგებელს მთელი სოფლის გაზიფიცირების დასრულებაში კომპანია "სოკართან" შუამდგომლობა სთხოვეს. რაც შეეხება ჩუმლაყის და ყიტაანის მოსახლეობას, მათთვის პრიორიტეტული სანიავღვრეების, გარე განათების და კანალიზაციის პრობლემის მოგვარებაა. გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ადგილობრივებს მომავალი წლის ინფრასტრუქტურული პროექტების დაგეგმაში აქტიურად ჩართვა სთხოვა და შეძლებისდაგვარად დახმარებაც აღუთქვა.




სახელი:*
E-Mail:*
კომენტარი:*
მუქი დახრილი ტექსტი ხაზგასმული ტექსტი აღნიშნული ტექსტი | მარცხნივ განთავსება ცენტრში მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა აირჩიეთ ფერი | ტექსტის დაფარვა ციტატის ჩასმა მონიშნული ტექსტის კირილიკურში გადაყვანა ჩასვით სპოილერი