ნარჩენების მართვის თემაზე შეხვედრა მოეწყო

ნარჩენების მართვის თემაზე შეხვედრა მოეწყო გურჯაანის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის ადმინისტრაციული შენობის დიდ დარბაზში მყარი ნარჩენების მართვის და მისი უტილიზაციის თემაზე, პროექტ "დაასუფთავე საქართველოს"(Clean up Georgia) ფარგლებში შეხვედრა მოეწყო, რომელსაც გურჯაანის ადგილობრივი თვითმმართველობის და მის დაქვემდებარებაში მყოფი დასუფთავებაზე პასუხისმგებელი ორგანიზაციის წარმომადგენლები დაესწრნენ.
ნარჩენების მართვის ექსპერტმა ხათუნა ჩიკვილაძემ დამსწრე საზოგადოებას ინფორმაცია მიაწოდა ნარჩენებთან დაკავშირებით საერთაშირისო ვალედებულებების, ამ კუთხით ევროპული გამოცდილების, რეგიონში საერთშორისო პრაქტიკის დანერგვის პერსპექტივებზე, საქართველოში ნარჩენების მართვის დაგეგმვაზე და ქვეყნის მასშტაბით სტიქიური ნაგავსაყრელების მიმდებარე ტერიტორიების ეკოსისტემაზე გავლენის შესახებ.




სახელი:*
E-Mail:*
კომენტარი:*
მუქი დახრილი ტექსტი ხაზგასმული ტექსტი აღნიშნული ტექსტი | მარცხნივ განთავსება ცენტრში მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა აირჩიეთ ფერი | ტექსტის დაფარვა ციტატის ჩასმა მონიშნული ტექსტის კირილიკურში გადაყვანა ჩასვით სპოილერი