გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგებელი მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობს

გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგებელი ემზარ ჯიქურაშვილი მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობს. დღეს იგი საკრებულოს თავმჯდომარესთან ავთანდილ ზარდიაშვილთან ერთად სოფელ მუკუზნის, ზეგაანის და ველისციხის პრობლემებს გაეცნო. ადგილობრივებმა თვითმმართველობის ხელმძღვანელებს სასმელი წყლის, ასევე შიდასაუბნო და სავარგულებთან მისასვლელი გზების მოწესრიგება სთხოვეს. განსაკუთრებით მწვავედ სოფელთან დამაკავშირებელი გზის პრობლემა ველისციხეში დგას, სადაც უკვე ერთი წელია მუნიციპალური განვითარების ფონდის დაფინანსებით სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. გამგებელმა მოსახლეობას მომავალი წლის ინფრასტრუქტურული პრიოროტეტების განსაზღვრაში ჩართვა სთხოვა და პრობლემების გადაჭრაში დახმარება აღუთქვა.




სახელი:*
E-Mail:*
კომენტარი:*
მუქი დახრილი ტექსტი ხაზგასმული ტექსტი აღნიშნული ტექსტი | მარცხნივ განთავსება ცენტრში მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა აირჩიეთ ფერი | ტექსტის დაფარვა ციტატის ჩასმა მონიშნული ტექსტის კირილიკურში გადაყვანა ჩასვით სპოილერი