გურჯაანის მუნიციპალიტეტი აცხადებს ელექტრონულ ა უ ქ ც ი ო ნ ს

გურჯაანის მუნიციპალიტეტი აცხადებს ელექტრონულ
ა უ ქ ც ი ო ნ ს



აუქციონის დაწყება - დამთავრება 17.08.2016წ. 12:00 - 01.09.2016წ. 15:00


ელექტრონულ აუქციონზე, პრივატიზების მიზნით, განმეორებით გამოტანილია
მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული შემდეგი ქონება

ა) არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ფართები:

1. ქ. გურჯაანში 9 აპრილის ქუჩაზე მდებარე 103,3კვმ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, საკადასტრო კოდი _ 51.01.56.181. საწყისი საპრივატიზებო ფასი _ 2066 (ორი ათას სამოცდა ექვსი) ლარი. `ბე~ საწყისი ფასის 30% _ 620 (ექვსას ოცი) ლარი. სავაჭრო ბიჯი 5% _ 103 (ას სამი) ლარი.
ობიექტის აღწერილობა:
მიწის ნაკვეთი მდებარეობს ქ. გურჯაანის გარეუბანში, ხევის გასწვრივ. ფართი თავისუფალია.

2. ქ. გურჯაანში, ყოფილი აგურის ქარხნის ტერიტორიაზე მდებარე 780,0კვმ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, საკადასტრო კოდი _ 51.01.51.067. საწყისი საპრივატიზებო ფასი _ 9 360 (ცხრა ათას სამას სამოცი) ლარი. `ბე~ საწყისი ფასის 30% _ 2 808 (ორი ათას რვაას რვა) ლარი. სავაჭრო ბიჯი 5% _ 468 (ოთხას სამოცდა რვა) ლარი.
ობიექტის აღწერილობა:
მიწის ნაკვეთი მდებარეობს ქ. გურჯაანის გარეუბანში. ფართი თავისუფალია.

3. ქ. გურჯაანში, ყოფილი აგურის ქარხნის ტერიტორიაზე მდებარე 260,0კვმ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, საკადასტრო კოდი _ 51.01.51.042. საწყისი საპრივატიზებო ფასი _ 3 120 (სამი ათას ას ოცი) ლარი. `ბე~ საწყისი ფასის 30% _ 936 (ცხრა ას ოცდა თექვსმეტი) ლარი. სავაჭრო ბიჯი 5% _ 156 (ას ორმოცდა თექვსმეტი) ლარი.
ობიექტის აღწერილობა:
მიწის ნაკვეთი მდებარეობს ქ. გურჯაანის გარეუბანში. ფართი თავისუფალია.

4. სოფელ ვაჩნაძიანში მდებარე 1494,0კვმ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, საკადასტრო კოდი _ 51.02.60.086. საწყისი საპრივატიზებო ფასი _ 8 964 (რვა ათას ცხრაას სამოცდა ოთხი) ლარი. `ბე~ საწყისი ფასის 30% _ 2 689 (ორი ათას ექვსას ოთხმოცდა ცხრა) ლარი. სავაჭრო ბიჯი 5% _ 448 (ოთხას ორმოცდა რვა) ლარი.
ობიექტის აღწერილობა:
მიწის ნაკვეთი მდებარეობს სოფლის განაპირას. ფართი თავისუფალია.




ბ) შენობა-ნაგებობები:

1. ქ. გურჯაანში, ფარნავაზის ქ.#14-ში მდებარე შენობა-ნაგებობა (ყოფილი სკოლა-ინტერნატის შენობა). Mმიმაგრებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა _ 21 662,0კვმ. შენობების საერთო ფართი _ 5 516,6კვმ. საკადასტრო კოდი _ 51.01.61.092. საწყისი საპრივატიზებო ფასი _ 470 788 (ოთხას სამოცდა ათი ათას შვიდას ოთხმოცდა რვა) ლარი. `ბე~ _ საწყისი ფასის 30% _
141 237 (ას ორმოცდა ერთი ათას ორას ოცდა ჩვიდმეტი) ლარი. სავაჭრო ბიჯი _ საწყისი ფასის 5% _ 23 540 (ოცდა სამი ათას ხუთას ორმოცი) ლარი.
ობიექტის აღწერილობა:
შენობები ამორტიზირებულია, დაზიანებული აქვს სახურავები, რის შედეგად
დაზიანდა სართულებს შორის გადახურვები და კედლები. ასევე, შენობებს არ
გაჩნია კარ-ფანჯარა.

2. ქ. გურჯაანში, თაყაიშვილის ქ.#1-ში მდებარე 175,40კვმ არასაცხოვრებელი ფართი (ყოფილი მაღაზია), მიმაგრებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა _ 2279,0კვმ. საკადასტრო კოდი _ 51.01.57.017.01.507. საწყისი საპრივატიზებო ფასი _ 26 310 (ოცდა ექვსი ათას სამას ათი) ლარი.
`ბე~ _ საწყისი ფასის 30% _ 7 893 (შვიდი ათას რვა ას ოთხმოცდა ცამეტი) ლარი. სავაჭრო ბიჯი _ საწყისი ფასის 5% _ 1 316 (ერთი ათას სამას თექვსმეტი) ლარი.
ობიექტის აღწერილობა:
ფართი მდებარეობს თაყაიშვილის ქ.#1-ში განთავსებულ საცხოვრებელ კორპუსში, პირველ სართულზე, შენობის ეს ნაწილი მოუვლელია, არ გააჩნია კარ-ფანჯარა. კედლები მთლიანად დაზიანებულია. ჩამოყრილია ნალესი, იატაკი აყრილია.

3. სოფელ ველისციხეში მდებარე შენობა-ნაგებობა (აბანოს შენობა). Mმიმაგრებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა _ 132 კვმ, შენობის ფართი _ 90,48კვმ. საკადასტრო კოდი _ 51.07.65.005. საწყისი საპრივატიზებო ფასი _ 28 200 (ოცდა რვა ათას ორასი) ლარი (შენობის ღირებულება _ 27 144 ლარი, მიწა _ 1 056 ლარი.) `ბე~ _ საწყისი საპრივატიზებო ფასის _ 30% _ 8460 (რვა ათას ოთხას სამოცი) ლარი. სავაჭრო ბიჯი _ საწყისი ფასის 5% _ 1 410 (ერთი ათას ოთხას ათი) ლარი.
ობიექტის აღწერილობა:
შენობა მდებარეობს სოფლის ცენტრში, ადმინისტრაციული შენობის გვერდით. არის გარემონტებული, კარგ მდგომარეობაში.

4. სოფელ კოლაგში მდებარე შენობა-ნაგებობა, (ყოფილი კულტურის სახლის შენობა).
შენობის საერთო ფართი _ 548,6კვმ, მიმაგრებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი _ 1587,0კვმ; საკადასტრო კოდი _ 51.13.55.056. საწყისი საპრივატიზაციო ფასი _ 45 335 (ორმოცდა ხუთი ათას სამას ოცდა თხუთმეტი) ლარი. (შენობის ღირებულება _ 39 225 (ოცდა ცხრამეტი ათას ორას ოცდა ხუთი) ლარი, მიწის ღირებულება _ 6 110 (ექვსი ათას ას ათი) ლარი. `ბე~ საწყისი ფასის 30% _ 13 601 (ცამეტი ათას ექვსას ერთი) ლარი. სავაჭრო ბიჯი 5% _ 2 267 (ორი ათას ორას სამოცდა შვიდსი) ლარი.
ობიექტის აღწერილობა:
შენობა ამორტიზირებულია _ სახურავი დაზიანებულია, ჩამოედინება ბუნებრივი ნალექი, რის შედეგადაც დაზიანებულია ჭერი და კედლები. არ გააჩნია კარ-ფანჯარა. მიმაგრებული მიწა თავისუფალია, არ არის დატვირთული რაიმე საქმიანობით.




`ბე~ შეიტანება:

_ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ფართებისთვის კოდზე _ #300503390;
_ შენობა-ნაგებობის პრივატიზებისას _ #300503313;

ქონების დათვალიერება შესაძლებელია მესაკუთრესთან შეთანხმებით. დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით ტელეფონზე _ 595 37 72 60, ასევე ცხელ ხაზზე _ 2 601 601.


გურჯაანის მუნიციპალიტეტი




სახელი:*
E-Mail:*
კომენტარი:*
მუქი დახრილი ტექსტი ხაზგასმული ტექსტი აღნიშნული ტექსტი | მარცხნივ განთავსება ცენტრში მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა აირჩიეთ ფერი | ტექსტის დაფარვა ციტატის ჩასმა მონიშნული ტექსტის კირილიკურში გადაყვანა ჩასვით სპოილერი