გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგებლის მრჩეველთა საბჭოს შემადგენლობა განისაზღვრა

• გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგებლის სათათბირო ორგანოს - სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს შემადგენლობა განსაზღვრულია 10 წევრით, მათ შორის 5 წევრი შერჩეულ იქნება მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მოქალაქეებისაგან, ხოლო 5 წევრი - ორგანიზაციული ნიშნით წარდგენილი პირებისაგან .
• საბჭოს წევრობის კანდიდატის წარდგენის უფლება აქვთ:
ა)მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ მოქალაქეთა საინიციატივო ჯგუფს (არანაკლებ 10 კაცის შემადგენლობით);
ბ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ მეწარმე სუბიექტს და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირს.
• საბჭოს წევრობის კანდიდატის წარდგენის მსურველებს უფლება აქვთ მუნიციპალიტეტის გამგებელს საბჭოს წევრად რეგისტრაციის შესახებ განცხადებით მიმართონ საბჭოს დაკომპლექტების შესახებ ინფორმაციის გამოქვეყნებიდან ერთი თვის განმავლობაში;




სახელი:*
E-Mail:*
კომენტარი:*
მუქი დახრილი ტექსტი ხაზგასმული ტექსტი აღნიშნული ტექსტი | მარცხნივ განთავსება ცენტრში მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა აირჩიეთ ფერი | ტექსტის დაფარვა ციტატის ჩასმა მონიშნული ტექსტის კირილიკურში გადაყვანა ჩასვით სპოილერი