წელს გურჯაანის მუნიციპალიტეტში "სოფლის მხარდაჭერის პროგრამის" ფარგლებში 1 129 025 ლარი დაიხარჯება

გურჯაანში „სოფლის მხარდაჭერის პროგრამა“ იწყება. დღეს რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროს წარმომადგენელმა დავით წასიძემ პროგრამის განხორციელების არსებული მექანიზმი და შესული ცვლილებები ადგილობრივი თვითმართველობის წარმომადგენლებს გააცნო.
წელს პროგრამის ფარგლებში გურჯაანის მუნიციპალიტეტისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან 1 129 025 ლარი გამოიყო .
გასული წლების მსგავსად განსახორციელებელ პრიორიტეტულ პროექტებს მოსახლეობა, შეხვედრებზე , თავად დაასახელებს. შეიცვალა სამუშაობის შემსრულებლის შერჩევის წესი, მიმდინარე წელს გამარჯვებული გამარტივებული ტენდერით გამოვლინდება. ადგილობრივ თვითმართველობას შესაძლებლობა ექნება, პროექტების განხორციელების შედეგად დარჩენილი ფულადი ნაშთები გააერთიანოს და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან შეთანხმებით სხვა პროექტის დასაფინანსებლად მიმართოს.
გურჯაანის მუნიციპალიტეტში პრიორიტეტების შერჩევის მიზნით, მოსახლეობასთან შეხვედრები 29 თებერვალს დაიწყება და 12 მარტს დასრულდება.




სახელი:*
E-Mail:*
კომენტარი:*
მუქი დახრილი ტექსტი ხაზგასმული ტექსტი აღნიშნული ტექსტი | მარცხნივ განთავსება ცენტრში მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა აირჩიეთ ფერი | ტექსტის დაფარვა ციტატის ჩასმა მონიშნული ტექსტის კირილიკურში გადაყვანა ჩასვით სპოილერი