გურჯაანს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის წარმომადგენლები ეწვივნენ

გურჯაანს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის წარმომადგენლები ეწვივნენსაქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის პროექტი "საქართველოს რეგიონებში დაცული ქართული ხელნაწერები" დასრულდა. ამ პროექტის ფარგლებში შეიქმნა ქართულ–ინგლისური მონაცემთა ერთიანი ელექტრონული ბაზა და გამოიცა საპრეზენტაციო კატალოგი. აღნიშნულ ბაზასა და კატალოგში შესულია მასალა საქართველოს რეგიონებში და მათ შორის კახეთში დაცული ქართული ხელნაწერების შესახებ.
დღეს საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი და თანამშრომლები გურჯაანს ეწვივნენ და ზემოთ ნახსენები კატალოგი ნატო ვაჩნაძისა და სოფელ ვაჩნაძიანის გიორგი მაისურაძის სახელობის მუზეუმებს გადასცეს.
ტურნეს ფარგლებში სტუმრებმა დაათვალიერეს ნატო ვაჩნაძის მუზეუმი, ხოლო სოფელ ვაჩნაძიანში უნიკალურ ხელნაწერებს ადგილზე გაეცნენ.




სახელი:*
E-Mail:*
კომენტარი:*
მუქი დახრილი ტექსტი ხაზგასმული ტექსტი აღნიშნული ტექსტი | მარცხნივ განთავსება ცენტრში მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა აირჩიეთ ფერი | ტექსტის დაფარვა ციტატის ჩასმა მონიშნული ტექსტის კირილიკურში გადაყვანა ჩასვით სპოილერი