ახაშენში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებში ჯარი ჩაერთო

დღეს დილიდან სოფელ ახაშენში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაობში თელავის მე - 20 კადრირებული ბრიგადის 100 ჯარისკაცი ოღებს მონაწილეობას. ისინი მოსახლეობას საკუთარი ეზოების გაწმენდაში ეხმარებიან, ასევე ქვა-ღორღისაგან ასუფთავებენ შიდა საუბნო გზებს და სანიაღვრე არხებს.
გაწმენდით სამუშაობში ჯარისკაცები ორი დღის განმავლობაში მიიღებენ მონაწილებას. სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებში ჯარისკაცების ჩართვა კახეთის მხარის გუბერნატორის ინიციატივით მოხდა.
დღეს დილიდან ჯარისკაცებთან ერთად კახეთის მხარის გუბერნატორი ირაკლი შიოლაშვილი და გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგებელი გია გერგიძე იმყოფებიან.
გუშინ გვიან ღამით მოსულმა ძლიერმა წვიმამ სოფელი ახაშენი მნიშვნელოვნად დააზარალა.




სახელი:*
E-Mail:*
კომენტარი:*
მუქი დახრილი ტექსტი ხაზგასმული ტექსტი აღნიშნული ტექსტი | მარცხნივ განთავსება ცენტრში მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა აირჩიეთ ფერი | ტექსტის დაფარვა ციტატის ჩასმა მონიშნული ტექსტის კირილიკურში გადაყვანა ჩასვით სპოილერი