სტიქია ახაშენში

გვიან ღამით მოსულმა ძლიერმა წვიმამ გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელი ახაშენი დააზარალა. ჭარბი ნალექის შედეგად მოვარდნილმა წყალმა დატბორა საცხოვრებელი სახლები, ეზოები, დაზიანდა შიდა საუბნო გზები და ქვა-ღორღისგან ჩაიკეტა სოფელში გამავალი რკინიგზა. დილიდან ადგილზე მობილიზებულია სპეცტექნიკა და ამ დრომდე მიმდინარეობს სტიქიის სალკივიდაციო სამუშაოები.
ახაშენში დილიდინ იმყოფებოდნენ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები. სტიქიის ადგილზე მივიდა კახეთის მხარის გუბერნატორი ირაკლი შიოლაშვილი.
სტიქიით მიყენებულ ზარალს სპეციალური კომისია შეისწავლის.




სახელი:*
E-Mail:*
კომენტარი:*
მუქი დახრილი ტექსტი ხაზგასმული ტექსტი აღნიშნული ტექსტი | მარცხნივ განთავსება ცენტრში მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა აირჩიეთ ფერი | ტექსტის დაფარვა ციტატის ჩასმა მონიშნული ტექსტის კირილიკურში გადაყვანა ჩასვით სპოილერი