26 მაისს გურჯაანში დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები გაიმართება

26 მაისს, გურჯაანში დამოუკიდებლობისადმი მიძღვნილი ღონისძიებები 12 საათზე დაიწყება. კურორტ „ახტალის“ ტერიტორიაზე მოეწყობა სამუზეუმო ექსპონატების, მხატვრული ნამუშევრების, ხალხური რეწვის ნიმუშების და ფოტო ნამუშევრების - „ძველი გურჯაანი“ გამოფენა. 26 მაიის, საკუთარ პროდუქციას გურჯაანში მოქმედი საწარმოებიც წარმოადგენენ. ასევე მოეწყობა შშმ პირთა ნამუშევრების გამოფენა. გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობა კი მოსახლეობას გაწეული საქმიანობის ანგარიშს წარუდგენს. გამოფენების პარალელურად გაიმართება კონცერტი და სპორტული შეჯიბრებები. დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები 14 საათზე, გურჯაანის შესახებ, დოკუმენტური ფილმის „არის ასეთი ქვეყანა“ პრეზენტაციით დასრულდება. ფილმის ჩვენება გურჯაანის თოჯინების თეატრში გაიმართება.




სახელი:*
E-Mail:*
კომენტარი:*
მუქი დახრილი ტექსტი ხაზგასმული ტექსტი აღნიშნული ტექსტი | მარცხნივ განთავსება ცენტრში მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა აირჩიეთ ფერი | ტექსტის დაფარვა ციტატის ჩასმა მონიშნული ტექსტის კირილიკურში გადაყვანა ჩასვით სპოილერი