ალექსანდრე ყვირალაშვილი წოლჭიმის მსოფლიო ჩემპიონატზე გამარჯვებულ გიორგი ბეროშვილს შეხვდა

დღეს გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე ალექსანდრე ყვირალაშვილი წოლჭიმის 2015 წლის მსოფლიო ჩემპიონატში გამარჯვებულ გიორგი ბეროშვილს შეხვდა. ალექსანდრე ყვირალაშვილმა ახალგაზრდა სპორტსმენს უკრაინაში, მსოფლიო ჩემპიონატზე მოპოვებული გამარჯვება მიულოცა და მის სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს. შეგახსენებთ, რომ 31 წლის ველისციხელი ძალოსანი, გიორგი ბეროშვილი 14-17 მაისს, უკრაინის ქალაქ ლუცკში გამართულ საიუბილეო მსოფლიო ჩემპიონატზე, პროფესიულ კატეგორიაში ჩემპიონი გახდა. მან ყველაზე მეტი წონა, 297,5 კგ ასწია და მსოფლიოს საუკეთესო შედეგი დააფიქსირა.
გიორგი ბეროშვილმა წოლჭიმში ჩემპიონის ტიტული მეორედ მოიპოვა.




სახელი:*
E-Mail:*
კომენტარი:*
მუქი დახრილი ტექსტი ხაზგასმული ტექსტი აღნიშნული ტექსტი | მარცხნივ განთავსება ცენტრში მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა აირჩიეთ ფერი | ტექსტის დაფარვა ციტატის ჩასმა მონიშნული ტექსტის კირილიკურში გადაყვანა ჩასვით სპოილერი