ველისციხის სახალხო თეატრი 130 წლის იუბილეს აღნიშნავს

ველისციხის ვასო გოძიაშვილის სახელობის სახალხო თეატრი 130 წლის იუბილეს აღნიშნავს. საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით ველისციხეში სხვადასხვა კულტურული ღონისძიებები გაიმართება.
დღეს, 22 მაისს, 18 საათზე, ველისციხის კულტურის ცენტრის დარბაზში, „იუმორინას“ მსახიობების და მუსიკოსების მონაწილეობით კონცერტი გაიმართება.
23 მაისს, 18 საათზე, კოტე მარჯანიშვილის სახელობის თეატრალური დასი სპექტაკლს „თავისუფალი პეპელა“ (რეჟისორი ანი ხიდაშელი, სადადგმო ხელმძღვანელი ლევან წულაძე) გამართავს.
24 მაისს, 16 საათზე თეატრის საიუბილეო საღამო გაიმართება.
დახურვის ღონისძიებას კულტურის სამინისტროს, სამხარეო ადმინისტრაციის, ადგილობრივი თვითმართველობის წარმომადგენლები და ხელოვნების მოღვაწეები დაესწრებიან.
ველისციხის თეატრის საიუბილეო დღეების ორგანიზიტორი ააიპ „ველისციხის თეატრია.“




სახელი:*
E-Mail:*
კომენტარი:*
მუქი დახრილი ტექსტი ხაზგასმული ტექსტი აღნიშნული ტექსტი | მარცხნივ განთავსება ცენტრში მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა აირჩიეთ ფერი | ტექსტის დაფარვა ციტატის ჩასმა მონიშნული ტექსტის კირილიკურში გადაყვანა ჩასვით სპოილერი