გურჯაანის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა „შიდა გაცვლითი პროგრამის“ ფარგლებში სოფელ ვაჩნაძიანის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები დაათვალიერეს

16 მაისს, გურჯაანის საჯარო სკოლის მოსწავლეები, „ შიდა გაცვლითი პროგრამის“ ფარგლებში სოფელ ვაჩნაძიანში იმყოფებოდნენ. ახალგაზრდებმა სოფელში არსებული კულტურული ძეგლები მოინახულეს და ღვთისმშობლის სახელობის ეკლესიის მიმდებარე ტერიტორია დაასუფთავეს.

„შიდა გაცვლით პროგრამას“, რომლის მიზანიც ახალგაზრდებისთვის გურჯაანის მუნიციპალიტეტში არსებული ძეგლების გაცნობა, მოსწავლეების დაახლოება და აზრთა გაცვლაა, გამგეობის კულტურის, განათლების, ძეგლთა დაცვის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახური ახორციელებს.




სახელი:*
E-Mail:*
კომენტარი:*
მუქი დახრილი ტექსტი ხაზგასმული ტექსტი აღნიშნული ტექსტი | მარცხნივ განთავსება ცენტრში მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა აირჩიეთ ფერი | ტექსტის დაფარვა ციტატის ჩასმა მონიშნული ტექსტის კირილიკურში გადაყვანა ჩასვით სპოილერი