კოლაგში სოფლის ცენტრალურ გზას რეაბილიტაცია ჩაუტარდება

რამდენიმე დღეში, სოფელ კოლაგში ცენტრალური გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყება. პროექტის ფარგლებში მოასფალტდება გზის საფარი და მოეწყობა სანიაღვრე არხი. სამუშაოები „რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების“ ფონდიდან, 563 041 ლარით დაფინანსდება. გზის რეაბილიტაციას შპს „კავკასავტომაგისტრალი “ განახორციელებს, რომელიც ხელშეკრულების თანახმად, აგვისტოში დასრულდება.

გზა, სადაც სკოლა, ეკლესია და სასაფალო მდებარეობს და რომლითაც მთელი სოფელი სარგებლობს, 20 წელზე მეტია ამორტიზებულია და უამინდობის დროს , მოსახლეობას, გადაადგილება უჭირს.




სახელი:*
E-Mail:*
კომენტარი:*
მუქი დახრილი ტექსტი ხაზგასმული ტექსტი აღნიშნული ტექსტი | მარცხნივ განთავსება ცენტრში მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა აირჩიეთ ფერი | ტექსტის დაფარვა ციტატის ჩასმა მონიშნული ტექსტის კირილიკურში გადაყვანა ჩასვით სპოილერი