სოფელ კოლაგში ,,წმინდა მარიამის“ სახელობის ეკლესიის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ კოლაგში „წმინდა მარიამის“ სახელობის ეკლესიის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი განვითარებულ შუა საუკუნეებს ( XII-XIII ) სს მიეკუთვნება. ეკლესია დარბაზული ტიპისაა და სხვადასხვა ზომის რიყის ქვის სწორხაზოვანი რიგებითა ნაშენი.
ამჟამად, ეკლესიი გადახურვის სამუშაოები მიმდინარეობს, ასევე ქართული აგურით მოპირკეთდება იატაკის ზედაპირი. სარეაბილიტაცია სამუშაოებს საქველმოქმედო ფონდი „ქართუ“ აფინანსებს.

აღსანიშნავია, რომ 2014 წელს ფონდ „ქართუს “ დაფინანსებით, გურჯაანის მუნიციპალიტეტში 7 ძეგლს (ფხოველის „ლომისა“ ადრეულ შუა საუკუნეები; ს. ვაჩნაძიანის გომართის წმ. გიორგის ( შუა საუკუნეები); ს. ახაშნის სვეტიცხოვლის (გვიანი შუა საუკუნეები) და კვირაცხოვლის (გვიანი შუა საუკუნეები); შაშიანის „წმ. გიორგის“ ; ჭანდრის ღვთისმშობლის (გვიანი შუა საუკუნეები) და ჯიმითის ღვთისმშობლის (გვიანი შუა საუკუნეები) ) ჩაუტარდა რეაბილიტაცია.




სახელი:*
E-Mail:*
კომენტარი:*
მუქი დახრილი ტექსტი ხაზგასმული ტექსტი აღნიშნული ტექსტი | მარცხნივ განთავსება ცენტრში მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა აირჩიეთ ფერი | ტექსტის დაფარვა ციტატის ჩასმა მონიშნული ტექსტის კირილიკურში გადაყვანა ჩასვით სპოილერი