გურჯაანში ფაშიზმზე გამარჯვების დღე აღინიშნა.

გურჯაანში ფაშიზმზე გამარჯვების 70- ე წლისთავი აღინიშნა. ღონისძიება დიდების მემორიალის ტერიტორიაზე გაიმართა. ადგილობივი ხელიუფლების წარმომადგენებმა დიდების მემორიალთან შეკრებილ ომის ვეტერანებს ფაშიზმზე გამარჯვების დღე მიულოცეს და სახელმწიფო ჯილდოები გადასცეს.
გურჯაანის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელებმა, დაღუპულ მეომართა მემორიალი და ძმათა საფლავი გვიგვინებით შეამკეს. გურჯაანის წმინდა სამების სახელობის ტაძრის წინამძღვარმა მამა ილიამ კი ძმათა საფლავი აკურთხა.
გამარჯების დღისადმი მიძღვნილი კონცერტი, „ობელისკების“ ამფი თეატრის სცენაზე გაიმართა, რომელსაც მეორე მსოფლიო ომის მონაწილეები, მათი ოჯახის წევრები და ადილობრივი მაცხოვრებლები დაესწრნენ.
9 მაისი აღნიშნეს სოფელ კარდენახშიც. გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგებელი გია გერგიძე თანამშრომლებათან ერთად, შინ მოუსვლელთა პარკში მივიდა და დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო. მეორე მსოფლიო ომში 403 კარდენახელი დაიღუპა, შინმოუსვლელთა პარკში ყველა მათგანის სახელობის ხეა დარგული.
დღეისთვის გურჯაანის მუნიციპალიტეტში 26 ვეტერანი ცხოვრობს, რომლებსაც ადგილობრივი ბიუჯეტიდან საჩუქრად ფულადი ჯილდო გადაეცათ.




სახელი:*
E-Mail:*
კომენტარი:*
მუქი დახრილი ტექსტი ხაზგასმული ტექსტი აღნიშნული ტექსტი | მარცხნივ განთავსება ცენტრში მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა აირჩიეთ ფერი | ტექსტის დაფარვა ციტატის ჩასმა მონიშნული ტექსტის კირილიკურში გადაყვანა ჩასვით სპოილერი