გურჯაანის მუნიციპალიტეტის 2015 წლის სოციალური დახმარების პროგრამას დიაბეტით დაავადებულ ბავშვთა დაფინანსება დაემატა

გურჯაანის მუნიციპალიტეტის 2015 წლის სოციალური დახმარების პროგრამას დიაბეტით დაავადებულ ბავშვთა დაფინანსება დაემატა. საკრებულოს სოციალურ საკთხთა კომისიის თავმჯდომარის ნათია გიორგაძის განცახდებით - “დიაბეტით დაავადებულ ყველა ბავშვზე ყოველთვიურად ბიუჯეტიდან გამოიყოფა 25-50 ლარამდე თანხა, რომელიც სისხლში გლუკოზის დონის საზომი გლუკომეტრის ჩხირების საყიდლადაა გათვალისწინებული. გურჯაანის მუნიციპალიტეტში ასეთი დაახლოებით 12 ბავშვია.”
შეგახსენებთ, რომ წელს გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოციალურ პროგრამით 14 სახის დახმარება იყო გათვალისწინებული, რისთვისაც ადგილობრივი ბიუჯეტიდან 1 მლნ 192 ათასი ლარია გამოყოფილი.




სახელი:*
E-Mail:*
კომენტარი:*
მუქი დახრილი ტექსტი ხაზგასმული ტექსტი აღნიშნული ტექსტი | მარცხნივ განთავსება ცენტრში მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა აირჩიეთ ფერი | ტექსტის დაფარვა ციტატის ჩასმა მონიშნული ტექსტის კირილიკურში გადაყვანა ჩასვით სპოილერი