„მან სან კანის“ 2015 წლის გამარჯვებული ქალაქ გურჯაანის პირველი საჯარო სკოლის გუნდი გახდა

“მან სან კანის’ 2015 წლის გამარჯვებული პირველი საჯარო სკოლის გუნდი „პიკი“ გახდა, რომლის გამოსვლაც ჟიურიმ უმაღლესი, 50 ქულით შეაფასა. მეორე და მესამე ადგილები კი შაშიანის საჯარო სკოლის გუნდმა „შანსმა“ და კარდენახის „წარაფისტებმა“ დაიკავეს. გამოვლინდნენ სხვადასხვა ნომინაციაში გამარჯვებული გუნდებიც. ჟიურის გადაწყვეტილებით, „საუკეთესო ცეკვისთვის“ დაწესებული პრიზი გიმნაზიის „Fanny life“ -ს გადაეცა, საუკეთესო მუსიკალური ნომრისთვის ვაჩნაძიანის საჯარო სკოლის გუნდი „Smile“ დაჯილდოვდა, ჟიურის სპეციალური პრიზი კი, ვეჯინის სკოლის გუნდს „სუ კაიას“ ერგო.
გამარჯვებულ გუნდებს გამგეობის მიერ დაწესებული საჩუქრები გადაეცათ.
ღინისძიება 28-29 აპრილს, გურჯაანის კულტურის ცენტრში გაიმართა, რომელშიც გურჯაანის 9 საჯარო სკოლის გუნდი იღებდა მონაწილებას.
“მან სან კანი” გამგეობის კულტურის, განათლების, ძეგლთა დაცვის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის ორგანიზებით ჩატარდა.




სახელი:*
E-Mail:*
კომენტარი:*
მუქი დახრილი ტექსტი ხაზგასმული ტექსტი აღნიშნული ტექსტი | მარცხნივ განთავსება ცენტრში მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა აირჩიეთ ფერი | ტექსტის დაფარვა ციტატის ჩასმა მონიშნული ტექსტის კირილიკურში გადაყვანა ჩასვით სპოილერი