ველისციხელი ძალოსანი გიორგი ბეროშვილი ევროპის რეკორდსმენი გახდა

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ველისციხეში მცხოვრები გიორგი ბეროშვილი სამჭიდში ევროპის აბსოლუტური ჩემპიონი და რეკორდსმენი გახდა. ბეროშვილმა 24-26 აპრილს თბილისში გამართულ ევროპის ღია პირველობაზე ძალისმიერ სამჭიდში, ორჭიდში და წოლჭიმში 125 კგ. წონით კატეგორიაში იასპარეზა და 285 კგ. ასწია.
ევროპის ჩემპიონატზე წარმატება მოიპოვა გიორგი ბეროშვილის მოსწავლემ, ახაშენში მცხოვრებმა მიხეილ ბერიაშვილმა (75 კგ) წონით კატეგორიაში, რომელმაც 135 კგ ასწია და პირველი ადგილი დაიკავა.
სამჭიდის ევროპის ჩემპიონატი საქართველოში პირველად ჩატარდა, რომელშიც 20-მდე ქვეყნიდან , 300 - მდე სპორტსმენი მონაწილეობდა.`




სახელი:*
E-Mail:*
კომენტარი:*
მუქი დახრილი ტექსტი ხაზგასმული ტექსტი აღნიშნული ტექსტი | მარცხნივ განთავსება ცენტრში მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა აირჩიეთ ფერი | ტექსტის დაფარვა ციტატის ჩასმა მონიშნული ტექსტის კირილიკურში გადაყვანა ჩასვით სპოილერი