სოფლის საერთო კრება კალაურსა და შაშიანში

დღეს „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, პრიორიტეტების განსაზღვრის მიზნით, სოფლის საერთო კრებები კალაურსა და შაშიანში გაიმართა. მას გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ვანო ბერიძიშვილი გამგებლის მოადგილესთან, დიმიტრი კალატოზიშვილთან ერთად დაესწრო. მოსახლეობამ მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობასთან სოფელში არსებულ პრობლემებზე ისაუბრა და ის პრიორიტეტები შეარჩია, რომლის მოგვარებაც აღნიშნული პროგრამის ფარგლებში სურს.
სოფელ კალაურის მოსახლეობამ მთავარ პრიორიტეტად, სოფლის ორივე საბავშვო ბაღში, წყლის რეზერვუარის დამონტაჟება და შენობის ნაწილის რეაბილიტაცია შეარჩია, ასევე სოფლისთვის გამოყოფილი თანხით სოფლის ამბულატორიაში ორი ოთახის მოწყობა დაიგეგმა.
სოფელ შაშიანის მოსახლეობამ კი მთავარ პრობლემად წყალმომარაგეაბა დაასახელა, რომლის მოგვარებაც სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში სურს, მეორე პრიორიტეტად შაშიანელებმაც საბავშვო ბაღში სამზარეულოს მოწყობა დაასახელეს.
წელს სოფელ შაშიანში „ სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში 50 187 ლარი დაიხარჯება.
შეხვედრის შემდეგ, ადგილობრივი თვითმართველობის ხელმძღვანელებმა მოსახლეობის მიერ შერჩეულ ობიექტბში არსებული მდგომარეობა ადგილზე ნახეს.




სახელი:*
E-Mail:*
კომენტარი:*
მუქი დახრილი ტექსტი ხაზგასმული ტექსტი აღნიშნული ტექსტი | მარცხნივ განთავსება ცენტრში მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა აირჩიეთ ფერი | ტექსტის დაფარვა ციტატის ჩასმა მონიშნული ტექსტის კირილიკურში გადაყვანა ჩასვით სპოილერი