წელს„სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ფარგლებში გურჯაანის მუნიციპალიტეტში 1 095 561 ლარი დაიხარჯება

გურჯაანის მუნიციპალიტეტში „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში განსახორცილებელი პროექტების გამოვლენის მიზნით მოსალეობასთან შეხვედრები დაიწყო.
დღეს პრიორიტეტები, სოფლის საერთო კრებებზე, სოფელ ვაჩნაძეანისა და კახიფარის მოსახლეობამ შეარჩია. შეხვედრას მუნიციპალიტეტის გამგებელი გია გერგიძე და საკრებულოს თავმჯდომარე ვანო ბერიძიშვილი, ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლეთან ერთად დაესწრნენ.
მსჯელობის შემდეგ, ორივე სოფლის მოსახლეობამ, პროგრამის ფარგლებში გამოყოფილი თანხებით, საბავშვო ბაღების რეაბილიტაცია დაასახელა.
მოსახლეობის გადაწყვეტილებით, სოფელ ვაჩნაძეანისთვის გამოყოფილი 38 517 ლარით, საბავშვო ბაღში მოეწყობა სამზარეულო და სურსათის შესანახე ოთახი, მეორე პრიორიტეტად კი სოფლის ამბულატორიის დაზიანებული სახურავის შეკეთება შეირჩა. სოფელ კახიფარისთვის გამოყოფილი 5656 ლარი კი, საბავშვო ბაღში - ბავშვთა ოთახის, სამზარეულოს რემონტს და ინვენტარის შეძენას მოხმარდება.
მოსალეობასთან შეხვედრის დასრულების შემდეგ ადგილობრივი თვითმართველობის ხელმძღვანელები აღნიშნულ საბავშვო ბაღებში და ამბულატორიაში არსებულ პრობლემებს ადგილზე გაეცნენ.
წელს „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში გურჯაანის მუნიციპალიტეტისთვის 1 095 561 ლარია გამოყოფილი.
სოფლის საერთო კრებები მუნიციპალიტეტის ყველა სოფელში გაიმართება და 23 მარტს დასრულდება.




სახელი:*
E-Mail:*
კომენტარი:*
მუქი დახრილი ტექსტი ხაზგასმული ტექსტი აღნიშნული ტექსტი | მარცხნივ განთავსება ცენტრში მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა აირჩიეთ ფერი | ტექსტის დაფარვა ციტატის ჩასმა მონიშნული ტექსტის კირილიკურში გადაყვანა ჩასვით სპოილერი