30 წლიანი უწყლოობის შემდეგ სოფელ კარდენახში რვა უბანს წყალმომარაგება აღუდგება

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფლებში კარდენახსა და ჭანდარში წყლის ახალი ჭაბურღილები მოეწყო, რომელიც დღეიდან ქსელში ჩაერთვება.
სოფელ კარდენახში ჭაბურღილი და წყლის შიდა საუბნო ქსელი რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან დაფინანსდა, რისთვისაც 125 000 ლარი დაიხარჯა. პროექტის ფარგლებში დამონტაჟდა სამი 16 ტონიანი რეზერვუარი, საიდანაც, 30 წლიანი უწყლოობის შემდეგ, 150-მდე ოჯახი წყალს მიიღებს.
ახალი ჭაბურღილი მოეწყო სოფელ ჭანდარშიც, რომელიც ადგილობრივი ბიუჯეტიდან 50 000 ლარით დაფინანსდა. მოეწყო შიდა საუბნო ქსელი და დამონტაჟდა 25 ტონიანი რეზერვიური. ჭაბურღილის ქსელში ჩართვის შემდეგ 50-მდე ოჯახს წყალმომარაგება აღუდგება.
დღეს შესრულებული სამუშაოები გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგებელმა გია გერგიძემ, ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად, ადგილზე დაათვალიერა და ადგილობრივ მაცხოვრებლებს შეხვდა.
აღსანისნავია, რომ 2015 წელს რეგიონებში განსახოციელებელი პროექტების ფონდიდან სოფელ კარდენახში კიდევ ორი, ახალი ჭაბურღილი მოეწყობა, ხოლო სოფელ ჭანდარში რეაბილიტაცია ჩაუტარდება წყლის სათავე ნაგებობას.




სახელი:*
E-Mail:*
კომენტარი:*
მუქი დახრილი ტექსტი ხაზგასმული ტექსტი აღნიშნული ტექსტი | მარცხნივ განთავსება ცენტრში მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა აირჩიეთ ფერი | ტექსტის დაფარვა ციტატის ჩასმა მონიშნული ტექსტის კირილიკურში გადაყვანა ჩასვით სპოილერი