მიმდინარე წელს სოფლის მხარდაჭერის პროგრამის განხორციელებაში ცვლილები შევიდა

მიმდინარე წელს სოფლის მხარდაჭერის პროგრამა ახალი მექანიზმით განხორციელდება. დღეს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს წარმომადგენლებმა, სიახლეები გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობის თანამშრომლებს, სოფლებში გამგებლის წარმომადგენლებს და საკრებულოს დეპუტატებს გააცნეს.
ცვლილებების მიხედვით, გასული წლებისგან განსხვავებით, მთავრობის განკარგულებით თანხა მუნიციპალიტეტისთვის გამოიყოფა, რომელსაც ადგილობრივი თვითმართველობის ორგანო სოფლებში განსახორციელებელი პროექტებისთვის გადანაწილებს. რაც შეეხება პრიორიტეტებს, გასული წლების მსგავსად, მათი შერჩევა სოფლის მოსახლეობის მიერ საერთო კრებაზე მოხდება. სოფლების კრებებზე შედგენილი ოქმებს კი მუნიციპალიტეტის გამგეობაში წარადგენენ, რათა მოხდეს პროექტის დაფინანსება.
ახალი რეგულაციების მიხედვით, ადგილობრივ თვითმართველობას შესაძლებლობა ექნება, პროექტების განხორციელების შედეგად დარჩენილი ფულადი ნაშთები გააერთიანოს და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან შეთანხმებით, აღნიშნული თანხა დამატებით პროექტის დასაფინანსებლად მიმართოს.
წელს, „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში სახელმწიფო ბიუჯეტიდან გურჯაანის მუნიციპალიტეტისთვის დაახლოებით 1 მლნ 100 ათასი ლარი გმოიყოფა.
„სოფლის მხარდაჭერის პროგრამა“ 2009 წლიდან ხორციელდება.




სახელი:*
E-Mail:*
კომენტარი:*
მუქი დახრილი ტექსტი ხაზგასმული ტექსტი აღნიშნული ტექსტი | მარცხნივ განთავსება ცენტრში მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა აირჩიეთ ფერი | ტექსტის დაფარვა ციტატის ჩასმა მონიშნული ტექსტის კირილიკურში გადაყვანა ჩასვით სპოილერი